10 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს სტრესი აქვს - არ გამოგეპაროთ!

10 ნიშანი იმისა, რომ ბავშვს სტრესი აქვს - არ გამოგეპაროთ!

სკოლა თუ საბავშვო ბაღი, წრეები და სექციები, ინფორმაციის უწყვეტი წყარო და ახალი შთაბაჭდილებები, ამას დამატებული მშობლის მხრიდან მოთხოვნები და შენიშვნები... გასაკვირი არ არის, რომ თანამედროვე ბავშვები გამუდმებულ სტრესში არიან. როგორ ამოვიცნოთ სტრესის ნიშნები? სიტყვა "სტრესი" ინგლისური წარმომავლობისაა და ნიშნავს "ზეწოლას, დაძაბულობას". წარმოიშობა ინტელექტუალური და ემოციური დატვირთვის დროს. თუ მოზრდილ ადამიანს შეუძლია ამოიცნოს სტრესის ნიშნები და მიმართოს სპეციალისტს, ბავშვები ამ მხრივ რთულ სიტუაციაში არიან. ბავშვი ვერ ხვდება, რა ემართება, არ იცის, როგორ გაუმკლავდეს ამ ყველაფერს. ამიტომ მშობლებმა დროულად უნდა აღმოაჩინონ ბავშვის ხასიათის ცვლილებები და დროულად დაეხმარონ სიტუაციის მართვაში.

როგორ ჩნდება სტრესი და როგორ დავეხმაროთ ბავშვს?

1. რეგრესი

ეს ნიშნავს ბავშვის ქცევის დაბრუნებას ადრეულ ბავშვობაში: თითის წოვა, ტირილი, როდესაც დედა ტოვებს და მიდის - მაშინ. აქვს უნებლიე შარდვა საწოლში. გამუდმებით ითხოვს ყურადღებას.

რა მოვიმოქმედოთ? ხელის შეშლა "რეგრესში"არ შეიძლება. მას უნდა, რომ მოეფერონ და დაამშვიდონ. მოითმინეთ - რეგრესი მალე გაივლის.

2. შიში

თუ ბავშვს მოულოდნელად დაეწყო შიში, გაარკვიეთ რისი ეშინია, როდის დაეწყო და რას უკავშირებს. დაუსახელეთ ბავშვები, რომლებსაც არაფრის არ ეშინიათ. შეიძინეთ ღამის სანათი და დატოვეთ მთელი ღამით, რამდენჯერმე. თუ ჩვეულებრივი ბავშვი გადაიქცა მშიშარა ბავშვად, ე.ი. ის სტრესშია. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბავშვს მაშინ, თუგამუდმებით ამოწმებს ჩაკეტილია თუ არა კარი, ყველგან ანთებს შუქს. მას უკვე ეშინია არა მხოლოდ ბნელი ოთახის, არამედ სურათების, რომლებიც კედელზე კიდია, ხმაურის და სიჩუმისაც კი.

რა მოვიმოქმედოთ? აქტიურად ჩააბით სხვადასხვა გასართობ და მისთვის საინტერესო საქმიანობაში, მაგ: ხატვა, ძერწვა. შეეცადეთ გაიგოთ შიშის მიზეზი, ან ჩუმად მოუსმინეთ თამაშის დროს რაზე ესაუბრება ბავშვი სათამაშოებს. თუ რთული მდგომარეობაა და თავად ვერ უმკლავდებით, აჩვენეთ ფსიქოლოგს.

3. აგრესიულობა

თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი პატარა აქამდე დამჯერი და მშვიდი - ახლა უხეში და აგრესიული გახდა (ისვრის სათამაშოებს, ჩხუბობს, პასუხობს უხეშად), იცოდეთ, რომ ეს სტრესის ნიშნებია.

რა მოვიმოქმედოთ? აგრესიის დაშლა არ შეიძლება, სჯობს გადაიტანოთ იგი სხვა ფორმაში:"ერთად გააანალიზეთ შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია, მოძებნეთ დაგროვილი ენერგიის კონსტრუქციული გამოსავალი: აქტიური სპორტი, მოძრავი თამაშები თანატოლებთან ერთად, მოაწყვეთ თოჯინების ჩხუბი.

4. ხასიათის ცვალებადობა

ბავშვი ხან უმიზეზოდ ნაწყენია, შეუძლია უმიზეზოდ იყვიროს ან პირიქით - ხდება საკმაოდ აგრესიული. ცოტა მოზრდილ ბავშვებს ხშირი ისტერიკები ახასიათებთ, ან დეპრესიული ხასიათი - ყველა ეს სიმპტომი სტრესზე მიგვანიშნებს და მშობელი უნდა იყოს ყურადღებით.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია