მკვლელობა ტამიშის სასაფლაოზე - ე.წ. საბაჟოს უფროსს ტყვია პირდაპირ გულში ესროლეს

მკვლელობა ტამიშის სასაფლაოზე - ე.წ. საბაჟოს უფროსს ტყვია პირდაპირ გულში ესროლეს

2 ოქტომბერს, ოჩამჩირის რაიონში, ტამიშის სასაფლაოზე გალის ე.წ. საბაჟოს უფროსის ბესლან მალანძიას ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივმა, ე.წ. საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, მისი მკვლელობისას დამნაშავეებს თან ჰქონდათ ავტომატი და პისტოლეტი. ბესლან მალანძია, წლების განმავლობაში საბაჟო სფეროში მუშაობდა, - რამდენიმე წლის წინ, ის ე.წ. ფსოუს საბაჟოს უფროსი იყო, შემდეგ კი, გალის რაიონში გადმოიყვანეს. გამოძიების ვერსიით, ბესლან მალანძიამ, დაახლოებით 9 საათისთვის ავტომანქანა სახლის შორიახლოს გააჩერა. სავარაუდოდ, ის იცნობდა პირებს, რომლებმაც მას გმანქანა გააჩერებინეს, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, სასფლაოს მიმართულებით ძალის გამოყენებით წაიყვანეს, გზაზე მისი ქუდი ოპოვეს... ბესლან მელანძია

საქმე ის არის, რომ ყოველი თხილის და ციტრუსის სეზონის დაწყებისთანავე, მალანძიას სახელი და გვარი აქტუალური ხდებოდა. ის, რომ წელიწადის ამ დროს აფხაზეთში კლანებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით საშიში ხდება, ყველამ იცის, ამიტომაც ადგილობრივი ე.წ. სამართალდამცავი ორგანოები, მკვლელობის მიზეზად ირიბად მიუთითიებენ მის პროფესიულ საქმიანობას.

ბესლან მალანძია, მშობლების სახლისკენ, თავისი კუთვნილი ავტობომილით, "ვაზ -21 07" -ით გადაადგილდებოდა. მანქანა მისი სახლთან ახლოს - 150-100 მეტრში იპოვეს, ეჭვი სწორედ გზის პირას გაჩერებულმა მალანძიას მანქანამ გამოიწვია, მალევე მისი ცხედარიც იპოვნეს.

მერაბი, აფხაზეთში მცხოვრები:

- ეტყობა, წილები ვერ გაიყვეს და ამას გადააყოლეს. აქ ყველამ იცის, თუ როგორ ხდება თანამდებობების შენარჩუნება, ფულების განაწილება და გაყოფა. მით უფრო, ახლა, თხილის სეზონია და დაგეშილი ძაღლებივით ნადირობენ. ამ პროცესში ჩართული არიან რუსი ჩინოვნიკებიც, ოღონდ საქმეს აფხაზების ხელით აკეთებენ. ერთი სიტყვით, დიდი ამბები ტრიალებს.

რამდენიმე დღის წინ, გაგრის ბაზარში ასაფეთქებელი შეაგდო ვიღაცამ და ადმინისტრაციის კაბინეტი მთლიანად დაიწვა. ეს ყველაფერი ისევ და ისევ კრიმინალური გარჩევების შედეგია... აქ სათვალთვალო კამერები არ არსებობს. არის ქალაქის ქუჩები, სადაც შედარებით სიმშვიდეა, მაგრამ მას კრიმინალები და ე.წ. სამართლამდცვემელები ერთობლივად აკონტოლებენ. მის მიღმა, კი, ის ხდება, რაც კრიმინალებს მოესურვებათ. კრიმინალებთან კი, ე.წ. მაღალჩინოსნებიც კარგად თანამშრომლობენ...

ეტყობა, ერთ-ერთი ასეთი გარჩევის მსხვერპლი გახდა მალანძიაც. ის ადგილი, რომელსაც ტრასას ეძახიან, დღისით არის ტრასა, თორემ ოჩამჩირე ისეთი გაუდაბურებულია, რომ იქაურობა სავსეა ნადირით. ამ სასაფლაოს ტერიტორიის წინ, ტამიშის სკოლა-ინტერნეტია, რომელიც ასევე გაოხრებულია. გალში ხალხი მაინც ცხოვრობს და რომელი სოფელიც არ უნდა იყოს, გამვლელს მაინც შევხდები, თუნდაც ღამე, ოჩამჩირე კი ცოტა ხანში ტყედ იქცევა... ამ ბოლო დროს, იქაურობა სისხლიანი გარჩევების ადგილი გახდა, ღამით იქ გავლას, სამართალდამცველებიც კი ერიდებიან.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია