ახალშენში მეწყერის ჩამოწოლის შედგად დაკარგული ოთარ დავითაძის ცხედარი იპოვეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მამაკაცის ცხედარი მაშველებმა იმ ჯიხურში იპოვეს, სადაც ის ღამით რჩებოდა. მძიმე ტექნიკა ტერიტორიას მიწის მასისგან წმენდს, რის შემდეგაც დაღუპულის ცხედარს ამოიყვანენ.
სამაშველო სამძებრო ღონისძიებები დილით 07:00 საათიდან მიმდინარეობდა. ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები და ასაფეთქებელ ნივთიერებებს ეძებენ, რომელიც კარიერზე გამოიყენება.
ავტომობილი, რომელზეც ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო, მეწყერმა მოიყოლა.