აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეთაურობით, საქართველოს 6 ნოემბერს აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ილჰამ ალიევის სტუმრობის შესახებ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 10 ოქტომბრის სამუშაო ვიზიტისას გახდა ცნობილი.