"მე, მოსახლეობის არჩეული მერი, არ ვაპირებ, "ნაცმოძრაობის" მოწოდებებით დავტოვო თანამდებობა" - ნარმანია საზოგადოებაში დაგროვილ შეკითხვებს პასუხობს

"მე, მოსახლეობის არჩეული მერი, არ ვაპირებ, "ნაცმოძრაობის" მოწოდებებით დავტოვო თანამდებობა" - ნარმანია საზოგადოებაში დაგროვილ შეკითხვებს პასუხობს

ზედამხედველობის, კეთილმოწყობის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, არქიტექტურის, ეკონომიკური პოლიტიკის - თბილისის მერიაში ყველა ეს საქალაქო სამსახური ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი. მიუხედავად ამისა, ქალაქისთავი, ჩვენი თანამოქალაქეების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს. დედაქალაქში ბევრი პრობლემა დაგროვდა, ისევე როგორც კითხვები თბილისის მერთან. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დავით ნარმანიასთან.

- რა ხდება მერიაში? რატომ ტოვებენ თანამდებობებს მაღალჩინოსნები?

- მერია დიდი და ცოცხალი ორგა­ნი­ზმია, ამიტომ პერიოდული ცვლილებე­ბი ბუნებრივია. ასეთი ცვლილებები­ ად­რ­ეც იყო და შესაძლოა, მომავალშიც მოხდეს. აჟიოტაჟი, რომელიც ამასთან დაკავშირებით არის ატეხილი, აბსოლუტურად ხელოვნურია.

მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში და თანამდებობიდან წასული პირები ახალი კადრებით ჩანაცვლდებიან, მათი ნაწილი­ კონკურსის გზით შეირჩევა, ზოგს კი მე წარ­ვუდგენ საკრებულოს.

- რატომ დატოვეს თანამდებობა, მაგა­ლითად, ზედამხედველობისა და კეთილმოწყობის სამსახურების ხელმძღვანელებმა?

- ამის შესახებ უმჯობესია მათ ჰკით­ხოთ. ჩემი აზრით, ისინი კარგად და ეფექ­ტურად მუშაობდნენ. მათი ინტენსიური მუშაობა განსაკუთრებით სტიქიის დროს გამოჩნდა, როცა ერთდროულად სტიქიასთან გამკლავებასაც ახერხებდნენ და მიმდინარე სამუშაოსაც ასრულებდნენ. გადა­წყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს, პატივი უნდა ვცეთ. ისინი იყვნენ ჩემთან, როცა ამ გადაწყვეტილებას იღებდნენ და ერთობლივად შევჯერდით, რომ დატოვებდნენ დაკავებულ პოზიციებს.

- თუ ეფექტურად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, რატომ მოუწონეთ გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის შესახებ?

- როცა ადამიანს სურს გადავიდეს სამუშაოდ, ან მძიმე სამუშაო რეჟიმს გაერიდოს, შეწინააღმდეგების შესაძლებლობა არა გვაქვს. მათ ჰქონდათ უფლება, დაეწერათ განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ და ამ განცხადების დაუკმაყოფილებლობაც არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, ურთიერთშეთანხმებით მივიღეთ ეს გადაწყვეტილება.

- ავთანდილ სუდაძე და გეგი ნიჟარაძე­ თავის დროზე თქვენ შეარჩიეთ ამ თანამდებ­ობებისთვის?

- ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ისინი ჩემ მიერ შერჩეული კადრები იყვნენ. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გადმოვიყვანე, სადაც ჩემთან ერთად მუშაობდა. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელიც ჩემი ყოფილი თანამშრო­მელი იყო, რომელთან ერთადაც 10 წლის წინ ვმუშაობდი და ძალიან კარგი ურთ­იერთობა მქონდა.

- ხომ არ უკავშირდება მათი წასვლა თბილისში ბოლო დროს დაგროვილ პრობლემებს? მათ შორის გზებისა და ხიდების დაუსრულებელ­ სარეაბილიტაციო სამუშაოებს?

- თბილისში გაჭიანურებული მშენებლობა არსად არ მიმდინარეობს, გარდა ორი პროექტისა, რომელიც კონტრაქტორი კომპანიების დაუდევრობით არის გამოწვეული. მათ მიმართაც შესაბამისი ზომები გატა­რდა. ასე რომ, არც ერთი პროექტი შეჩერ­ებული ან შეფერხებული არ არის. ესეც ხელოვნურად წამოწეული თემაა ჩვენი ოპონენტების მხრიდან და რეალობასთან­ კავშირი არა აქვს. თუ გულისხმობთ იმას, რომ რომელიმე ხიდის ან გზის შეკეთების­ მიმდინარე სამუშაოს გამო ქალაქში მოძ­რაობა შეფერხებულია, ეს ბუნებრივი პროცესია და ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქალაქს, სადაც რაიმე სახის საინჟი­ნ­რო სამუშაოების გამო არ ხდება მოძრა­ო­­ბის შეფერხება. ხიდის შეკეთებას მინიმუმ 3-4 თვე სჭირდება, ისევე როგორც გა­რკვეული პერიოდი სჭირდება გზის დაგებას. კომპანიამ, რომელიც ზაჰესში ხიდის რეაბილიტაციაზე მუშაობდა, ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, ამიტომ მასთან გავწყვიტეთ ხელშეკრულება და დავაჯარიმეთ. მეორე კომპანია, რომელიც საგზაო სამუშაოებს ასრულებდა და აქვს ვადაგადაცილება, 300 ათასზე მეტი ლარით დაჯარიმდა.

იხილეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."