გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში "ლიბერთი ბანკის" სერვის-ცენტრი გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გატეხილია სეიფი , რომელშიც 11 ათას ლარამდე თანხა ინახებოდა. სოფლის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ამის შესახებ კი მათ დღეს დილით შეიტყვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე ქურდობის მუხლით დაიწყო.