სასურსათო ექსპერიმენტი: ადგილობრივი პროდუქციის ფასები იმპორტირებულის წინააღმდეგ

სასურსათო ექსპერიმენტი: ადგილობრივი პროდუქციის ფასები იმპორტირებულის წინააღმდეგ

მართალია, სახელმწიფო მუდმივად ცდილობს სხვადასხვა პროგრამებით ადგილობრივი წარმოების განვითარებას შეუწყოს ხელი, მაგრამ შედეგის მისაღწევად ეს საკმარისი არაა. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესი როლი საზოგადოებასაც აკისრია. ჩვენი სამომხმარებლო პატრიოტიზმისა და სოლიდარობის გარეშე ადგილობრივი წაროების განვითარება ძნელად წარმოსადგენია და ამ მნიშვნელოვან საქმეში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა ყოველ ჩვენგანს შეუძლია. ხშირად გაიგონებთ, რომ მომხმარებელი იმპორტირებული პროდუქციის სასარგებლოდ არჩევანს ხარისხისადმი მეტი ნდობის გამო აკეთებს ან შეიძლება ფიქრობდეს, რომ უცხოური პროდუქცია უფრო იაფი ღირს, ადგილობრივთან შედარებით.

რა თქმა უნდა, სიმართლის მარცვალი ამ მოსაზრებაშიც არსებობს, თუმცა დღეს საკამოდ ბევრი დასახელების ქართული წარმოების, ხარისხიანი პროდუქცის ყიდვა იმპორტირებულზე გაცილებით დაბალ ფასად არის შესაძლებელი. ამაში თავად დავრწმუნდი, როცა bpn-სთვის მცირე ექსპერიმენტი ჩავატარეთ. პირველ რიგში, ყველაზე მოთხოვნადი საკვები პროდუქტების ნუსხა შევადგინე და იმპორტირებული და ქართული ანალოგების ფასები ერთმანეთს შევადარე.

მაღაზიის დახლ–მაცივრებში ხორცპროდუქტების დიდი არჩევანია. ერთმანეთის გვერდით ქართული და იმპოტირებული პროდუქციის ასორტიმენტი აწყვია. მაგალითად, 1 კილოგრამი იმპორტირებული გაყინული ქათმის ფასი 7 ლარიდან იწყება მაშინ, როცა ქართული წარმოების, გაყინული ქათამი 6, 50 ლარი ღირს. 1 კილოგრამი იმპორტირებული ძეხვის ფასი 11 ლარიდან იწყება, ადგილობრივი წარმოების შეძენა კი 5 ლარიდან არის შესაძლებელია.

რაც შეეხება რძის ნაწარმს, ქართული წარმოების პროდუქცია აქაც გაცილებით იაფია. მაგალითად, იმპორტირებული კარაქის 400 გრამიანი შეფუთვის ფასი 4, 10 –5, 80 ლარია, ხოლო მისი ანალოგი ქართული წარმოების პროდუქტის ფასი 3, 10 ლარიდან იწყება.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია