"რუსეთს სირიაში გროზნოს მოვუწყობთ!" - ექსკლუზიური ინტერვიუ პანკისელ მებრძოლ აბდურაჰმან ალ შიშანთან

"რუსეთს სირიაში გროზნოს მოვუწყობთ!" - ექსკლუზიური ინტერვიუ პანკისელ მებრძოლ აბდურაჰმან ალ შიშანთან

სირიაში 4-წლიანი საომარი მოქმედებების შემდეგ სცენაზე ახალი მოთამაშე გამ­ოჩნდა - რუსეთი. პუტინი ირწმუნება, რომ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ახალი ეტაპი დაიწყო. თუმცა, როგორც გაირკვა, რუსული ავიაიერიშების სამიზნე არა მხოლოდ "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები და საწვრთნელი ბანაკები გახდა, არამედ ასადის რეჟიმთან მებრძოლი სხვა დაჯგუფებებიც (ე.წ. ზომიერი ოპოზიცია, რომელიც ემიჯნება "ისლამურ სახელმწიფოს"). "კვირის პალიტრამ" მოახერხა სირიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დაჯგუფების,­ "ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის" (ემიგრანტების და მოხალისეების არმია) ყოფილ­ მებრძოლს საქართველოდან წასულ ქისტს, აბდურაჰმან ალ შიშანს გასაუბრებოდა.

აბდურაჰმან ალ შიშანი 2013 წლიდან ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი სამხედრო ბრიგადის, "უცუდ ულ შამის" ("მზის ლომები") ერთ-ერთ ფრთას ხელმძღვანელობს და ბრიგადის მეთაურის, მუსლიმ ალ შიშანის (მუსლიმ მარგოშვილის) უახლოესი გარემოცვის წევრია.

აბდურაჰმან ალ შიშანი:

- სირიაში­ 2013 წლის ზამთარში წავედი, რადგან­ "კავ­კასიის ემირატში""ბევრი შეკითხვა გაჩნდა, არ გვასვენებდნენ. მიზეზი ის იყო, რომ მე და მარგოშვილი რუსეთის ციხეში ერთად ვისხედით. ახალგაზრდა ემირები არ გვენდობოდნენ - რახან რუსეთის ციხეში ვიყავით,­ ჯიჰადში ჩვენს მონაწილეობას ეჭვის­ თვალით უყურებდნენ. ფეხში ორ ტყვია მაქვს ჩარჩენილი. თურქეთში ვმკურნალობდი და იქ გადაწყდა ჩვენი - 14 კაცის­ აქ ჩამოსვლა. თურქეთში გავიგე თარხან ბათირაშვილის სახელი. მართალია, პანკისელი­ იყო, მაგრამ არ ვიცნობდი - ჩემზე ბევრად უმცროსია და, რამდენადაც ვიცი, ჩეჩნეთის ომშიც არ მიუღია მონაწილეობა. სირიის საზღვარზე გადასვლისას გავიცანით სეიფულაჰ­ ალ შიშანი (რუსლან მაჩალიკაშვილი). სწორედ­ მისი წყალობით მოვხვდით "ქათაიბ ალ მუჰაჯირინში""(ემიგრანტების ფლანგი). რამდენიმე თვეში­ კიდევ ორი დაჯგუფება შემოგვიერ­თდა და ბრიგადა "ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარი" შეიქმნა. მაშინაც და ახლაც ასადის­ წინააღმდეგ ვიბრძოდით, რადგან ასადი ჩვენთვის იგივე რუსეთია. ემირებმა კავკასიაში რუსეთთან ომის საშუალება არ მოგვცეს, ამიტომ ჩვენი ომი რუსეთთან სირ­იაში დაიწყო. აქ არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ და საიდან. ეს კია, ჩეჩენი სირიაში რუსეთის მტერს ნიშნავს და პატივისცემას იმსახურებს. ამიტომ "შიშანებად" ვიწოდებით. ჩვენ ისედაც ჩეჩნები ვართ. მამაცურად ვიბრძვით.­ ხშირად კითხულობენ, საიდან აქვთ იარაღი ან სამხედ­რო ტექნიკაო? თუ ომი გინდა, იარ­აღსაც იშოვი და ტრა­ნსპორტსაც.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია