"როგორც გარეთ წვიმს, აქაც ისევე წვიმს" - პეკინის გამზირზე, ახლად გარემონტებულ მიწისქვეშა გადასასვლელში წყალი ჩადის

"როგორც გარეთ წვიმს, აქაც ისევე წვიმს" - პეკინის გამზირზე, ახლად გარემონტებულ მიწისქვეშა გადასასვლელში წყალი ჩადის

თბილისში, პეკინის გამზირზე ახლად გარემონტებულ მიწისქვეშა გადასასვლელში წყალი ჩადის. მეტრო "ტექნიკური უნივერსიტეტის" ამოსასვლელში მყოფი მოვაჭრეები ყვებიან, რომ ტერიტორია ცოტა ხნის წინ მერიამ გაარემონტა - შეიღება ჭერი, დაიგო ფილები, თუმცა ახალგარემონტებულ მიწისქვეშა გადასასვლელში წყალი მუდმივად ჩადის, წვიმის დროს კი ჭერსა და კედლებზე წყლის დინება განსაკუთრებით ძლიერდება. [იხილეთ ვიდეო]

"როგორც გარეთ წვიმს, აქაც ისევე წვიმს. რემონტი გაკეთდა, მაგრამ წყალი მაინც ჩამოგვდის. რა ჯანდაბად მინდოდა ფილები, წყალში ვზივართ. პოლიეთილენის პარკებს ვაფენთ, რომ ტანსაცმელი დავკიდოთ", - აღნიშნა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, თინათინ დოლიძემ.

აღნიშნული ტერიტორია "ინტერპრესნიუსმა" გასულ თვეში დაათვალიერა. ამ პრობლემაზე მოვაჭრეები მაშინაც საუბრობდნენ და მერიას დახმარებას თხოვდნენ. უწყებაში კი აცხადებდნენ, რომ წყლის დინების პრობლემა მოგვარდებოდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია