კიბოს საწინააღმდეგო ადრონული თერაპია - ახალი სიტყვა მედიცინაში

კიბოს საწინააღმდეგო ადრონული თერაპია - ახალი სიტყვა მედიცინაში

ბირთვული ფიზიკის ბოლო მიღწევების გამოყენება სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიაში გახდა შესაძლებელი. თუმცა ქირურგია და ქიმიოთერაპია ჯერჯერობით ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის ძირითად მეთოდებად რჩება.

დღეისათვის, ადრონული თერაპია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ყველაზე პერსპექტიული საშუალებაა. ეს მეთოდი დაფუძნებულია ნახშირბადის პროტონებისა და იონების კონის გამოყენებაზე. ის ღრმად განლაგებული და რადიორეზისტენტული სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა. ადრონული თერაპიის უპირატესობა ისაა, რომ სწრაფად მოძრავი იონები ადვილად ფორმირდება შესაბამისად მიმართულ ვიწრო კონებად. ნახშირბადის იონების შეღწევა თითქმის გაფანტვის გარეშე ხდება, ამიტომ ადვილია მათი ზუსტი ფოკუსირება ავთვისებიანი წარმონაქმნის მიდამოში. იონები აღწევს ცოცხალ ქსოვილში აუცილებელ სიღრმემდე (ეს დამოკიდებულია კონის ენერგიასთან).

კონები აზიანებს მხოლოდ კიბოს უჯრედებს, სიმსივნის გვერდით განლაგებულ ჯანსაღ ქსოვილს პრაქტიკულად არ ეხება. სიმსივნის უჯრედში ხდება დნმ-ის ორმაგი სპირალის მრავალჯერადი გაწყვეტა, რის შემდეგაც სიმსივნის უჯრედებს გადარჩენის შანსი აღარ რჩება.

ტრადიციული სხივური თერაპიის (რადიოთერაპია) პრინციპი სხვანაირია. მისი მოქმედება დაფუძნებულია დასხივების შემდეგ, ჯანმრთელი და კიბოს უჯრედების მოლეკულების დნმ-ის აღდგენის სხვადასხვა უნარზე. დასხივების ზემოქმედებით ხდება დნმ-ის სპირალის ერთჯერადი დაზიანება, მაგრამ ჯანმრთელ უჯრედებში დნმ სწრაფად აღდგება, დაავადებულში კი არა. სიმსივნის უჯრედების გამრავლება ნელდება ან წყდება. სხივურ თერაპიას ბევრი მინუსი გააჩნია. იდეალური თერაპია უნდა მოქმედებდეს დაავადებულ ქსოვილებზე და არ ეხებოდეს ჯანმრთელს. ამასთან ზოგიერთი სიმსივნე სუსტად მგრძნობიარეა დასხივებისადმი (რადიორეზისტენტული სიმსივნეები).

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია