განო მელითაურის დედის გულახდილი ინტერვიუ : "განო ძალიან ცუდადაა"

განო მელითაურის დედის გულახდილი ინტერვიუ : "განო ძალიან ცუდადაა"

კოტე თოლორდავა მეოთხე შვილის, ელენე-ლოლიტას დაბადებას ვერ მოესწრო. ჟურნალ "სარკესთან" განო მელითაურის დედა თინა მენაბდე ამბობს, რომ ახალშობილი მამამისს ძალიან გავს. გთავაზობთ ჟურნალ "სარკეში" გამოქვეყნებული ინტერვიუს მოკლე ვერსიას.

- ბავშვი 3 ოქტომბერს გაჩნდა, 3 კილო, 350 გრამი და 51 სმ. განოს საკეისრო კვეთამ გართულებების გარეშე ჩაიარა, გოგონა ძალიან ლამაზია, ელენე-ლოლიტა დავარქვით. ელენე ბებიის, კოტეს დედის პატივსაცემად დავარქვით, რაც შეეხება ლოლიტას, ეს სახელი განოს უნდოდა.

დიდი ხნის განმავლობაში ერთ-ერთ ჟურნალში ბეჭდავდა წერილებს და მისი ფსევდონიმი იყო ლოლა. ეს სახელი ძალიან უყვარს, მე ბავშვს ალბათ ლოლას დავუძახებ, განო რას დაუძახებს არ ვიცი.

უფრო მამამისს, კოტეს ჰგავს. ძალიან საყვარელია, სრულიად განსხვავებულია და-ძმებისგან. ისინიც ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ ეს რაღაცნაირად დამოუკიდებელია, უკვე პერსონაა. მტირალა არ არის, თავისთვის წყნარადაა, ოდნავ წამოიტირებს მაშინ, როცა შია.

- რამდენადაც ვიცი, კოტემ ბავშვის სქესი არ იცოდა, არა?

- თუ არ ვცდები, პირველ ექოსკოპიაზე განოს უთხრეს, რომ ბიჭი დაიბადებოდა. მერწმუნეთ, კოტესთვის სულ ერთი იყო, გოგო დაიბადებოდა თუ ბიჭი, რადგან გოგოც ჰყავდა და ორი ბიჭიც.

- განო ახლა როგორ გრძნობს თავს?

- ემოციურად მძიმე და დატვირთული ფონი აქვს. ამ თემაზე საუბარი საერთოდ არ მინდა. ძალიან ცუდადაა, მეტის თქმა არ შემიძლია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია