თბილისის მერის მოადგილის ნინო ხატისკაცის ქონება და შემოსავლები

თბილისის მერის მოადგილის ნინო ხატისკაცის ქონება და შემოსავლები

თბილისის მერის მოადგილის ნინო ხატისკაცის ოჯახი 4 მიწის ნაკვეთს, საცხოვრებელ სახლსა და ბინას ფლობს. ამის შესახებ  ხატისკაცის 2015 წლის 9 ოქტომბერს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული. 

დოკუმენტის მიხედვით, ნინო ხატისკაცის მეუღლის, კაპიტონ ჟორჟოლიანის 100%-იანი საკუთრებაა 11000.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი მესტიაში, კერძოდ, ჩვიბიანში; ამავე მისამართზე აქვს 3200.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

კაპიტონ ჟორჟოლიანია 17000.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის მფლობელი მესტიაში, მულახის თემში.

ჟორჟოლიანი მესტიაში ასევე ფლობს (სეტის მოედანი) 600.00 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთის და ამავე მისამართზე მდებარე სახლის 14%-იან წილს (დანარჩენი წილის მფლობელნი არიან: ირაკლი ჟორჟოლიანი, თეა ჟორჟოლიანი, დავით ჟორჟოლიანი, გიორგი ჟორჟოლიანი, თინა ნაკანი, ელგუჯა ჟორჟოლიანი).

დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერის მოადგილის 50%-იან მფლობელობაშია თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე მდებარე 58.00 კვ.მ-ის ფართობის ბინა (დანარჩენი წილის მფლობელი არის მისი მეუღლე, კაპიტონ ჟორჟოლიანი - 50%).

დეკლარაციის მიხედვით, ხატისკაცის შვილი ანი ხორავა ფლობს (100 %-იანი საკუთრება) "მიცუბიში პაჯერო 1.8 იოს".

რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსებისას, ნინო ხატისკაცის სახელფასო ანგარიშზე "ლიბერთი ბანკში" 500.00 ლარი იყო, საკრედიტო ანგარიშზე "საქართველოს ბანკში" - 41000.00 დოლარი, ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე 2789.46 ლარი და მიმდინარე ანგარიშზე კი 900.00 ლარი.

კაპიტონ ჟორჟოლიანს "ლიბერთი ბანკში" სახელფასო ანგარიშზე აქვს 10.00 ლარი, ამავე ბანკში საკრედიტო ანგარიშზე - 5000.00 ლარი.

ნინო ხატისკაცის შვილის, კატო ჟორჟოლიანის დეპოზიტზე "ბაზის ბანკში" 973.72 დოლარია.

დეკლარაციის მიხედვით, კაპიტონ ჟორჟოლიანი ნაღდი ფულის სახით 10000.00 ლარს ფლობს.

რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს ერთი წლის განმავლობაში, დეკლარაციის მიხედვით, მათ 88707,07 ლარი და 6228.54 დოლარი გამოიმუშავეს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."