აჭარას პოლონელი ექსპერტები სტუმრობენ

აჭარას პოლონელი ექსპერტები სტუმრობენ

14-16 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და სილეზიის სავოივოდოს (პოლონეთის რესპუბლიკა) შორის თანამშრომლობის ფარგლებში აჭარას პოლონელი ექპერტები სტუმრობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარტის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, სილეზიის მარშლის ოფისის ექსპერტები ტურიზმის დარგში ქშიშტოფ გოლვეი და მიხაილ ბროცკი ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებს პოლონურ გამოცდილებას განთავსების ობიექტების კლასიფიკაციის, ტურისტული სააგენტოების და გიდების ლიცენზირების საკითხებში უზიარებენ.

მათივე ინფორმაციით, სილეზიის სავოივოდოსთან აჭარის თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდება: ტურიზმი, კულტურა და ხელოვნება, ჯანდაცვა და სამედიცინო მეცნიერება. 15 ოქტომბერს ექსპერტებთან შეხვედრას გამართავს აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე განიხილება სილეზიაში (ქალაქ კატოვიცეში) აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის დაგეგმილი სტაჟირების ფორმატი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია