პატრიარქის გადაწყვეტილებით, მამა ვახტანგის მღვდელმსახურება შეუჩერდა

პატრიარქის გადაწყვეტილებით, მამა ვახტანგის მღვდელმსახურება შეუჩერდა

"გურიის მოამბეს" გავრცელებული ინფორმაციით, უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, სამრევლო სკოლაში მომხდარი ინციდენტის მონაწილე მამა ვახტანგის მღვდელმსახურება შეუჩერდა.

ის ასევე გადაყენებულია პედაგოგობიდან და გაშვებულია მონასტერში სინანულისთვის.

საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გათავისუფლებულია სამრევლო სკოლის დირექტორის მოადგილე, ნინო გოგეშვილი.

ინფორმაციისთვის, გასული წლის თებერვლის თვეში გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლაში "მოძღვრის გაკვეთილზე" მამა ვახტანგიმ მეცხრეკლასელი ბიჭი თანაკლასელს ჯგუფის თანდასწრებით ჯოხით აცემინა.

ცნობისთვის, ოზურგეთის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება დაიწყო. სისხლის სამართლის საქმე 125-ე, ცემის მუხლით არის აღძრული.

წყარო: guriismoambe.com

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია