საგარეჯოდან სირიამდე ათ წუთში... ბირთვული რაკეტით!

საგარეჯოდან სირიამდე ათ წუთში... ბირთვული რაკეტით!

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 7 ოქტომბერს აასრულა კრემლის ნახევარსაუკუნოვანი ოცნება - რუსეთის ტერიტორიიდან ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის სარაკეტო დარტყმები მიეყენებინა და მთელი მსოფლიოსა და უპირველესად - აშშ-ისთვის დაემტკიცებინა, რომ რუსებსაც შეუძლიათ სამიზნეების წერტილოვანი დაზიანება.

(იხილეთ ასევე: "საქართველომ რუსეთს შეტევის საბაბი არ უნდა მისცეს" - რა სამხედრო მანევრები შეიძლევა დაიწყოს რუსეთმა კავკასიაში?!)

ამ დღეს რუსეთის კასპიის ზღვის ფლოტილიის ოთხი სამხედრო ხომალდიდან სირიის მიმართულებით (ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცეების გავლით) გაუშვეს Калибр-НК კლასის საზღვაო ბაზირების სარაკეტო კომპლექსის 3М14 ტიპის 26 ცალი ფრთოსანი რაკეტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 26-ვე ფრთოსანმა რაკეტამ 1 500 კმ-ის ფრენის შემდეგ მიზანს მიაღწია და სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" 11 ობიექტი გაანადგურა (თუმცა, პენტაგონში აცხადებენ, რომ ოთხი რუსული ფრთოსანი რაკეტა ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა).

საგარეჯოდან გაშვების შემთხვევაში ნადირაძის ბირთვულქობინიანი ბალისტიკური რაკეტების მოქმედების რადიუსი.

კასპიის ზღვის აკვატორიიდან სირიაზე საჰაერო დარტყმების სამხედრო აუცი­ლებლობა არ არსებობდა, რადგან სირიაში გადასროლილ რუსულ საფრონტო ბომბდამშენებსაც (განსაკუთრებით კი - Су-34-ს) იოლად შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ ამით რუსეთის ხელისუფლებამ ყველას დაანახა, რომ საკუთარი ტერიტორიიდან მათ ახლო აღმოსავლეთიც "სარაკეტო შანტაჟის" რადიუსში მოაქციეს. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ახლო აღმოსავლეთისთვის დამიზნებული ბირთვულქობინიანი რაკეტები კრემლს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჰქონდა განთავსებული საქართველოს ტერიტორიაზე.

"ჩვენ სამი დივიზიონის ანგარებიდან გამოსვლისთანავე ერთი ზალპით გავანადგურებთ თურქეთს, ირანსა და ერაყს, სასწრაფოდ გადავალთ სათადარიგო რაიონში, იქ თელავის შვეულმფრენები ვაზიანიდან ახალ რაკეტებს ჩამოგვიტანენ და ბირთვულ ზალპს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებისკენ გავუშვებთ," - არ გეგონოთ, კოშმარს გიყვებოდეთ. ეს სიტყვები ეკუთვნის პოლკოვნიკ ხუკალენკოს, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში საქართველოში, კერძოდ, საგარეჯოს რაიონში, გომბორში დისლოცირებულ 119-ე სარაკეტო ბრიგადას მეთაურობდა. მუქარა საბჭოთა პოლკოვნიკს შეიძლება კახური ჭაჭის გასინჯვის შემდეგ წამოსცდა, მაგრამ იმ პერიოდში მისი ბრიგადის შეიარაღებაში არსებულ Темп-С ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებს ეს მართლაც შეეძლოთ.

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში 119-ე­ სარაკეტო ბრიგადის ჩამოყალიბება 1971 წლის 1-ლი დეკემბრიდან დაიწყო და მისი საბრძოლო ამოცანა საბჭოთა კავშირის სამხრეთით მოსაზღვრე ქვეყნებისთვის (მათ შორის - NATO-ს წევრი თურქეთის, ასევე სირიის, ირანისა და ერაყის) ბირთვული სარაკეტო დარტყმების მიყენება იყო.

1965 წელს საბჭოთა არმიამ შეიარაღებაში მიიღო Темп-С ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი, რომლის მთავარი კონსტრუქტორი ჩვენი თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძე გახლდათ.

Темп-С-ები რამდენიმე წელში უკვე საგარეჯოს რაიონის გზებზეც გამოჩნდნენ. 119-ე სარაკეტო ბრიგადა გომბორის უღელტეხილზე განთავსდა. ჩანს, ამაღლებული ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ, ისევე, როგორც ახლომდებარე ტყეები, სადაც 12 მ სიგრძის სარაკეტო დანადგარის დამალვა შეეძლოთ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია