"ბედუკაძემ ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრებს შეაგინა" - ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში

"ბედუკაძემ ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრებს შეაგინა" - ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში

ინციდენტი მოხდა სასამართლოსთან. "თავისუფალი ზონის" წევრის ფარნაოზ ჭკადუას ცნობით, სამართალდამცავებმა ბაჩო ახალაიას მხარდამჭერი დავით ტატიშვილი დააკავეს.

"დავით ტატიშვილი ლადო ბედუკაძის პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესიდან გამოსულმა ტიტუშკა ბედუკაძემ, ბაჩო ახალაიას ოჯახის წევრებს და მხარდამჭერებს შეაგინა, რასაც მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა და დააკავეს დავით ტატიშვილი. ბედუკაძე კი სუს-ის თანხლებით გააცილეს სასამართლოს ეზოდან. ის ხელშეუხებელია, ეს იყო ხელისუფლების მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ტატიშვილი ახლა სასამართლოში ჰყავთ, შესაძლოა პროცესი დღესვე გაიმართოს", - განუცხადა ფარნაოზ ჭკადუამ AMBEBI.GE-ს.

AMBEBI.GE მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყება დაკავების ფაქტს არ ადასტურებს და განმარტავს, რომ ინციდენტის შემდეგ ერთი პირი დააჯარიმეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ