როგორ იქნება ავტობუსების მოძრაობის განრიგი თბილისობასთან დაკავშირებით

როგორ იქნება ავტობუსების მოძრაობის განრიგი თბილისობასთან დაკავშირებით

თბილისობასთან დაკავშირებით ზოგიერთი ავტობუსის განრიგი შეიზღუდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს.

"თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში იგეგმება ღონისძიებები, რის გამოც 17 და 18 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა ხეთაგუროვის და გორგასლის ქუჩებზე, ასევე დაიკეტება ევროპის მოედანი. მარშრუტები, რომლებიც გაივლიან ორთაჭალაში, იმოძრავებენ მარჯვენა სანაპიროს, მშრალი ხიდის, ვირსალაძის ქუჩის და ისევ მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო №59 და №122 მარშრუტები ხეთაგუროვის ქუჩის ნაცვლად მარცხენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია