როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი "სგუშონკა" - რჩევები წარმოების ლაბორატორიიდან

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი "სგუშონკა" - რჩევები წარმოების ლაბორატორიიდან

შედედებული რძე ძალიან დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი სავაჭრო დახლებზე. სპეციფიური შეფუთვის გამო გარედან ვერაფრით გაიგებთ მის კონსისტენციას - შეიძლება შიგნით წყალივით თხელი ან ცომივით სქელი მასა დაგხვდეთ. არცერთი არ არის ნორმალური სისქე ამ პროდუქტისთვის. სისქის გარდა მნიშვნელოვანია გემო და შემადგენლობა.

ნამდვილი შედედებული რძე არ უნდა შეიცავდეს პალმის ზეთს, მცენარეულ ცხიმს, სინთეტურ საღებავებს, სახამებელს, პექტინს, რძის ცხიმის შემცვლელს. თუ რომელიმე ამ ინგრედიეტიდან მითითებულია პროდუქტის შემადგენლობაში, ის ნამდვილი შედედებული რძე არ არის.

როგორ ამოვიცნოთ "ის ნამდვილი სგუშონკა"

პირველ რიგში დააკვირდით სახელწოდებას. ნამდვილ პროდუქტს, რომელიც მართლაც ძროხის რძისგან არის დამზადებული, ყოველთვის ერთნაირად აწერია:

«Цельное сгущенное молоко с сахаром» - მოუხდელი შედედებული რძე შაქარით

ან

«Сгущенные сливки с сахаром» - შედედებული ნაღები შაქრით

ან

«Обезжиренное сгущенное молоко с сахаром» — მოხდილი შედედებული რძე შაქრით.

და არაფერი მეტი. ეს არის — ГОСТ, ანუ სახელმწიფო სტანდარტი

დანაჩენი სახელწოდებები - «Молоко сгущенное», «Сгущенка», «Варенка», «Сгущенное молоко особое», «Сгущенка с сахаром», «Сгущенка и сливки», «Сгущенка вареная», «Сгущенное молоко диетическое» или даже «Сгущеночка» —

მეტყველებს, რომ თქვენ არა ნამდვილ პროდუქტს, არამედ ჩვეულებრივ ტკბილ პასტას ყიდულობთ. თუმცა წარწერა ყველაფერს არ ნიშნავს. კიდევ რამდენიმე საყურადღებო ნიშანიც არსებობს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია