ხმაურიანი აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან- დაკავებულია რამდენიმე პირი

ხმაურიანი აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან- დაკავებულია რამდენიმე პირი

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ოფისთან ხმაურია, სადაც თავისუფალი თაობის ხელმძღვანელი, ლადო სადღობელაშვილი, თავისი მხარდამჭერებთან ერთად მივიდა და დღეს სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პოლიტიკა გააპროტესტა.

აქციის წევრებმა ოფისთან ბოთლები მიიტანეს. თავისუფალი თაობის წევრებსა და მედიის წარმომადგელებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ტაბულას ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მეგაფონი თავში ჩაარტყეს.

ხმაურიანი აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ლადო სადღობელაშვილი და თავისუფალი თაობის კიდევ ერთი წევრი სამართალდამცავებმა დააკავეს.

როგორ განვითარდა მოვლენები და რა გამოხმაურება მოჰყვა გაუპატიურებისა და წამების ამსახველ კადრების გავრცელებს, ნახეთ ტეგზე#სკანდალური კადრები

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."