კობა ხაბაზი "ტიტუშკები" მოცვიდნენ და ორგანიზაციის წევრს შეურაცხყოფა მიაყენეს

კობა ხაბაზი "ტიტუშკები" მოცვიდნენ და ორგანიზაციის წევრს შეურაცხყოფა მიაყენეს

"თავისუფალი თაობის" წევრი ლადო სადღობელაშვილი და მისნაირი "ტიტუშკები" "თავისუფალი ზონის" ოფისთან მოცვიდნენ და ორგანიზაციის გამგეობის წევრს, ალექსანდე გიორგაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი ზონის" დამფუძნებელმა კობა ხაბაზმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ამჟამად ალექსანდრე გიორგაძე ჩვენების მისაცემად სამართალდამცავ ორგანოშია გადაყვანილი.

როგორც ხაბაზმა აღნიშნა, "თავისუფალი ზონის" ოფისთან დაახლოებით 25 კაცი მივიდა.

"ეს იყო დაკვეთა "შუშის კოლბიდან", რაც NDI-ის მიერ კვლევების გამოქვეყნებას მოჰყვა. ეს იმას ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" დედა აღარ ჰყავს და არც მამა", - განაცხადა კობა ხაბაზმა.

"თავისუფალი ზონის" ოფისთან მომხდარი ინციდენტის შედეგად სამართალდამცველებმა "თავისუფალი თაობის" სამი წევრი დააკავეს.

როგორ განვითარდა მოვლენები და რა გამოხმაურება მოჰყვა გაუპატიურებისა და წამების ამსახველ კადრების გავრცელებს, ნახეთ ტეგზე#სკანდალური კადრები

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."