ძმები მარგველაშვილების საქმიანი ტანდემი

ძმები მარგველაშვილების საქმიანი ტანდემი

გადაცემა ბიზნეს PRESS-მა ერთდროულად ორ სტუმარს, კომპანია"თბილღვინოს" დამფუძნებლებს - გიორგი და ზურაბ მარგველაშვილებს უმასპინძლა. ამ ბიზნესს ძმები უძღვებიან, თავის დროზე ერთმა მარკეტინგი და მენეჯმენტი შეისწავლა, მეორემ კი ღვინის ტექნოლოგია. შემდეგ ძალები გააერთიანეს და ღვინის კომპანიას ჩაუდგნენ სათავეში. როგორ შედგა ძმების საქმიანი ტანდემი, რამდენი იყო სასტარტო თანხა და რა არის ქართულ ღვინოში ყველაზე მთავარი - ამის შესახებ მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.

- როგორ შედგა თქვენი საქმიანი ტანდემი? როდის დაიწყეთ ერთობლივი საქმიანობა, ვისი იდეა იყო?

გიორგი მარგველაშვილი: ზურა პროფესიით მეღვინეა, განათლება საქართველოში, აგრარულ უნივერსიტეტში აქვს მიღებული. სტაჟირებაზე იყო კალიფორნიაში, შეერთებულ შტატებში და მისი პირველივე გამოცდილება მეღვინეობით დაიწყო. მე მარკეტინგისა და მენეჯმენტის განხრით ვსწავლობდი საზღვარგარეთ. სწავლის დასრულების შემდეგ, საქართველოში დავბრუნდი და ჩემი განხრით ვმუშაობდი, მაგრამ საინტერესო დამთხვევა მოხდა. მსოფლიო ბანკის საწარმოთა რეკონსტრუქციისა და მენეჯმენტის მხარდაჭერის პროექტში, ზუსტად ისეთ საწარმოებს უწევდნენ კონსულტაციებს, როგორშიც იმ დროისთვის ზურა მოღვაწეობდა, კერძოდ, "თბილღვინოში". ეს იყო ღვინის წარმოება, რომელსაც ჰქონდა დიდი ისტორია, თუმცა იმ მომენტისთვის, როგორც მრავალმა პოსტსაბჭოთა საწარმომ, ვერ მოახდინა ეფექტური ადაპტირება საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე და კომპანია რესტრუქტურიზაციას საჭიროებდა. პირველ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სფეროებში ვმოღვაწეობდით, პროფესიული თანაკვეთა მოხდა. ძალიან წარმატებულად ჩაიარა ამ პროექტმა. კომპანია გამოვიდა იმ ნულოვანი წერტილიდან, კრიზისული მდგომარეობიდან და აღმასვლა დაიწყო. შემდეგ უკვე ზურას ინიციატივა იყო, რომ ჩემი დროის მთელი რესურსით გადმოვსულიყავი "თბილღვინოში".

- ბატონ ზურაბს მინდა ვკითხო: თქვენ გამოისყიდეთ "თბილღვინოს" ქარხანა პრივატიზაციის პროცესში...

ზურაბ მარგველაშვილი: საკმაოდ საინტერესო და გრძელი პროცესი იყო. მოგეხსენებათ, 90-იანი წლების შუა პერიოდში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, აუქციონების წესით გაეყიდა მთელი რიგი ქონება და მათ შორის, სააქციო საზოგადოება "თბილღვინო". ჩვენი პირველი წილი აქციებისა აუქციონზე შევიძინეთ, ამ შეძენილი წილით ჩვენ გავხდით ყველაზე მსხვილი აქციონერი და ნელ-ნელა დავიწყეთ რთული ეტაპი...

- მთელი ამ ხნის განმავლობაში, საქმესთან დაკავშირებით ძმებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არ ყოფილა?

გიორგი მარგველაშვილი: კი, როგორ არა. თუმცა უფრო მეტი აზრთა სხვადასხვაობა წარსულში იყო. ახლა უფრო თანმხვედრია ჩვენი აზრები, მაგრამ დღემდე, მთელ რიგ საკითხებზე განსხვავებული აზრები გვაქვს.

- კონსენსუსამდე როგორ მიდიხართ?

ზურაბ მარგველაშვილი: მსჯელობითა და არგუმენტაციებით.

- გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ერთ ბიზნესში არა თუ ძმები, არამედ მეგობრებიც არ უნდა იყვნენ, რადგან საქმე გარკვეულ ეტაპზე ურთიერთობებს აფუჭებს.

გიორგი მარგველაშვილი: არის ამაში სიმართლე. როდესაც ადამიანთან არ გაკავშირებს არც ნათესაური, არც ახლო მეგობრული ურთიერთობა, მასთან პროფესიული თანაარსებობა ნაკლებ ემოციებთან არის დაკავშირებული. იმ ადამიანთან მხოლოდ პროფესიულ საკითხებზე მსჯელობ და მისი განსხვავებული აზრი შენში ძვრას არ იწვევს. როდესაც უახლოესი ნათესავი ან მეგობარია, უფრო რეაქტიული შეიძლება იყო ემოციურად, როცა რაღაცაზე ვერ თანხმდები.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია