ე.წ. მატროსოვის ციხესთან "ახალგაზრდული ცენტრი" საპროტესტო აქციას მართავს. როგორც ახალგაზრდული ცენტრის ლიდერმა ზურა ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა , "მატროსოვის ციხეში" სხედან 9-წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის ავტორები და სწორედ ამ ციხეში უნდა ისხდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ის წევრებიც, რომლებიც ამ დრომდე არ გასამართლებულან.
"გუშინ გავრცელდა ვიდეოკადრები. ჩვენ არ გვაინტერესებს, თუ ვისი ატვირთულია ეს ვიდეო, მაგრამ ამ ვიდეოთი კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, თუ რა მეთოდებით სჯიდა ხალხს "ნაციონალური მოძრაობა". ჩვენ მოვედით "მატროსოვის ციხესთან" და მივმართავთ "ნაციონალურ მოძრაობას", გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძეს და სხვებს. გივი თარგამაძის სიტყვებით - სულს ამოვხდით მათ იმ 9 წლიანი დანაშაულებრივი რეჟიმის გამო", - აღნიშნა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, ხვალ და ზეგ გამოჩნდება თუ როგორია საზოგადოების განწყობა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, თუმცა, კონკრეტულად რას გულისხმობს, ეს ქადაგიძემ არ დააკონკრეტა. "ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ყველანაირ გზას გადავუჭრით "ნაციონალურ მოძრაობას", რომ მინიმალური შანსი მაინც ჰქონდეთ ხელისუფლებაში დაბრუნების", - განაცხადა ქადაგიძემ.
"ახალგაზრდული ცენტრი" მიმართავს სამართალდამცველ უწყებებს, რომ დააჩქარონ ყველა ის პროცედურა, რომლის მეშვეობითაც "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის წარმომადგენლები სრულად გასამართლდებიან.
"ახალგაზრდულ ცენტრს" "მატროსოვის ციხესთან" მიტანილი აქვ ბანერები წარწერით "ზონდერები ციხეში", "სისხლიანი 9 წელი გასამართდეს" და ა.შ.