"მოვიდა საპატრულო პოლიცია და რეაგირების გარეშე მისცეს უფლება ტიპებს წამების ამსახველი მასალა შუა ქუჩაში ეჩვენებინათ"

"მოვიდა საპატრულო პოლიცია და რეაგირების გარეშე მისცეს უფლება ტიპებს წამების ამსახველი მასალა შუა ქუჩაში ეჩვენებინათ"

კოლმეურნეობის მოედანზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან არასამთავრობო ორგანიზაციამ "პროგრესული საქართველო"  საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, იმ შემთხვევაში, თუ წამების ამსახველი ვიდეომასალის შემქმნელი პირები არ დაისჯებიან, ისინი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ.

აქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე მიტანილი ჰქონდათ პროექტორი, სადაც წამების ამსახველი კადრების ჩვენება მოაწყვეს.

საპროტესტო აქცია ექსცესების გარეშე დასრულდა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

აქციას "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ხელისუფლების თავები ისეთივე მანიაკები არიან, როგორც ის ყავარჯნიანი კაცი!", - წერს ჟორჟოლიანი და ნინუცა კეკელიას პოსტსა და ფოტოებს იზირებას:

"ქუჩაში წამების ამსაახველი კადრების ჩვენებას აპირებდა გარკვეული ჯგუფი პროექტორით, დავრეკე საპატრულო პოლიციაში და მოვითხოვე აღეკვეთათ ეს, მოვიდა საპატრულო პოლიცია და რეაგირების გარეშე მისცეს უფლება ტიპებს წამების ამსახველი მასალა შუა ქუჩაში ეჩვენებინათ.. ბატონო პრემიერო, შემახსენეთ ეს მასალა რატომ გავანადგურეთ ერთად ყველამ?!".

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია