ზამთარი მოდის და ვიწყებთ ფიქრს რითი გავათბოთ სახლი. აქ რამდენიმე ფაქტორი გვახსენდება: რა დაგვიჯდება ახალი სისტემის იმპლემენტაცია და რა ეკონომიას მოგვცემს? რა იქნება გათბობის მიმდინარე ხარჯი? რომელი ტიპის გათბობის სისტემა გვჭრიდება? ჩვენი ბინის ფართობს რა სიმძლავრის გამათბობელი ესაჭიროება? სად დავაყენოთ გამათბობელი და კიდევ სხვა დეტალები, რომლებიც ნელ-ნელა გამოიჩენენ თავს.
დიახ, ნამდვილად რთული გადაწყვეტილების წინაშე დგახართ. იმედი გვაქვს ამ სტატიით ოდნავ მაინც გაგიმარტივებთ ცხოვრებას.
რა აზრის ხართ წყლით გათბობის სისტემაზე? წყლის გამათბობელი ქვაბის და რადიატორების ერთობლიობა ორ პრობლემას ერთად გიგვარებთ; იღებთ აბაზანისთვის ცხელ წყალს და ათბობთ სახლს დიდი ენერგოეფექტურობით. სისტემის ენერგოეფექტურობას ძირითადად ორი ფაქტორი განაპირობებს:
1. წყალი სითბოს გაცილებით კარგად ინახავს ვიდრე ჰაერი. შესაბამისად, ერთხელ გაცხელებული წყალი ცირკულაციისას სულ უფრო ნაკლებ ენერგიას საჭიროებს ტემპერატურის შესანარჩუნებლად.
2. რადიატორებს ამონტაჟებთ თანაბრად მთელს ფართობზე. ეს განაპირობებს სითბოს თანაბარ გავრცელებას დაბალი დანაკარგებით.
ამგვარი გათბობის სისტემა, მართალია, საწყის ინვესტიციას შედარებით დიდს მოითხოვს, თუმცა წლების განმავლობაში გაწეული ეკონომია და კომფორტი ამად ღირს.
გათბობის სისტემის დამონტაჟების ხარჯი დამოკიდებულია გასათბობ ფართობზე. ამის მიხედვით იანგარიშება გათბობის ქვაბის სიმძლავრე, რადიატორების ზომა და რაოდენობა და გაყვანილობისთვის საჭირო მილები და ფიტინგები.
გათბობის ქვაბი შეიძლება იყოს ბუნებრივ აირზე, ელ. ენერგიაზე, დიზელზე ან პროპანზე მომუშავე. ჩვენ პირობებში ყველაზე დიდ ეკონომიას ბუნებრივ აირზე მომუშავე გათბობის ქვაბები იძლევიან. ქვაბს აღწერაში ეწერება სიმძლავრე კილოვატებში. სპეციალისტი გირჩევთ თუ რა სიმძლავრეა თქვენი ფართობისთვის საჭირო. აქვე რეკომენდირებულია გაითვალისწინოთ თქვენი ფართის მახასიათებლები, რამდენად კარგად გაქვთ თბოიზოლაცია გაკეთებული. თუ ამ პრობლემასაც დროზე მიხედავთ, გათბობის ხარჯებს კიდევ უფრო შეამცირებთ. ქვაბები გარდა იმისა რომ სიმძლავრით განსხვავდებიან, მნიშნელოვანია ყურადღება მიაქციოთ ენერგო ეფექტურობის კოეფიციენტს.
გათობის რადიატორი შეიძლება იყოს ორი სახის, სექციური ალუმინის და პანელური რკინის. ეს უკანასკნელი უფრო იაფია. ორივეს შემთხვევაში თბოგაცემის კოეფიციენტი დამოკიდებულია მწარმოებელზე. პანელური რადიატორი შეგიძლიათ შეარჩიოთ ზომის მიხედვით, მაშინ როცა სექციური რადიატორის სიგრძე სექციების რაოდენობით დგინდება თქვენი სურვილის მიხედვით. რადიატორების დამონტაჟებისას აუცილებელია პროფესიონალს მიმართოთ, რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს სისტემის მოწყობა. ეს დამატებით ეკონომიას მოგვცემს.
საბოლოოდ, როცა შეკრებთ სისტემისთის საჭირო კომპონენტებს და დაითვლით ფასს, ამას უნდა დაამატოთ სისტემის ინსტალაციის საფასური. ფასი დგინდება ფართობიდან და შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე.
ბოლო რჩევა - შეგიძლიათ აირიდოთ ყველა ზემოთხსენებული პროცედურა ბმულზე გადასვლით, სადაც ალგორითმი ავტომატურად დაგითვლით თქვენი სისტემის კომპონენტებს და ფასს. უფრო მეტიც, გამოცდილი სპეციალისტები უფასოდ დაგიყენებენ გათბობის ქვაბს, ხოლო მთლიანი გაყვანილობის ინსტალაციისას ექსკლუზიური ფასით, რაც დაახლოებით 50%-ანი ეკონომიის ტოლფასია.
R