ავტორი:

როგორ ახერხებენ რესტორნები რეკომენდაციების დაცვას და როგორ იცვლება სარესტორნო ბიზნესი

როგორ ახერხებენ რესტორნები რეკომენდაციების დაცვას და  როგორ იცვლება სარესტორნო ბიზნესი

დახურულმა კვების ობიექტებმა გახსნის ნებართვა 8 ივნისიდან მიიღეს. თუმცა მათ, ვისაც საქმიანობის გაგრძელება სურს, რეკომენდაციების საკმაოდ დიდი ნუსხა უნდა დააკმაყოფილონ. კვების ობიექტებში იცვლება ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, დისტანცია მაგიდებსა და სკამებს შორის, ერთ მაგიდასთან ადამიანების დაჯდომის დაშვებული რაოდენობა, სარესტორნო ინვენტარის მოხმარების წესები...

კვების ობიექტების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ რეკომენდაციების სრულად დაცვა მარტივი ნამდვილად არ არის. რესტორნების ფედერაციის განცხადებით კი, რესტორნების დაახლოებით 30% უბრალოდ ვერ გაიხსნება.

რესტორანი „ჩემო კარგო“ ერთ–ერთია მათ შორის, რომლის ღია სივრცეებიც პირველ ივნისს გაიხსნა, დახურულმა დარბაზებმა კი 8 ივნისიდან დაიწყო ფუნქციონირება. როგორც რესტორნების ქსელის „ჩემო კარგოს“ მარკეტინგის მენეჯერი სალომე მეზურნიშვილი განმარტავს, მათთან სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები უკვე იყვნენ შესამოწმებლად და დადებითი შეფასება მიიღეს. რესტორნებისთვის სავალდებულო რეკომენდაციებისა და აღნიშნულის ბიზნესზე გავლენის შესახებ დეტალურად სწორედ სალომე მეზურნიშვილი გვესაუბრება.

როგორია ის ძირითადი გაიდლაინები, რომლებიც რესტორნებმა უნდა დააკმაყოფილონ?

8 ივნისამდე მხოლოდ ღია სივრცის გახსნის უფლება გვქონდა. რვიდან კი დახურული დარაბაზებიც გაიხსნა. რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი ასეთია: მაგიდებს შორის დაშორებები უნდა იყოს 2 მ. სკამებს შორის მანძილი – 1 მ. ერთ მაგიდასთან მხოლოდ 6 ადამიანს შეუძლია დაჯდომა, გამონაკლისია ერთი ოჯახის წევრები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები. დახურულ სივრცეში ყველასთვის, მომსახურე პერსონალისთვისაც და სტუმრებისთვისაც სავალდებულოა პირბადის ტარება. ის სტუმრები, ვინც ღია სივრცეში განთავსდებიან, შენობის გადაკვეთის ან საპირფარეშოში შესვლის დროსაც ვალდებული არიან პირბადე გაიკეთონ.

ტემპერატურა სპეციალური დისტანციური საზომით ეზომება ყველა შემომსვლელს, მათ შორის, თანამშრომლებსაც. თუ ვინმეს 37 ან მეტი აღმოაჩნდა, მას შემოსვლის უფლება არ აქვს. ჩვენ კი ვალდებულება გვაქვს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოს მივაწოდოთ. ამ დრომდე მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

სივრცეში განთავსებულია სადეზინფექციო ხსნარები, რომლის გამოყენებაც ყველა შემომსვლელისთვის სავალდებულოა. ასევე გვაქვს პირბადეების მარაგი, რომ სტუმარს თუ თავისი არ ექნება შემოსვლისას პრობლემა არ შეექმნას.

თითოეული ეს წესი და რეკომენდაცია გამოკრულია შემოსასვლელში თვალსაჩინო ადგილზე, რომ ყველა გაეცნოს.

სპეციალური რეკომენდაციები გაიცა მენიუსთან დაკავშირებით. როგორ დაარეგულირეთ ეს საკითხი?

გაიცა რეკომენდაცია, რომ კვების ობიექტებს ვირუსის გადადების რისკის მაქსიმალურად შესამცირებად გამოგვეყენებინა ერთჯერადი მენიუები. თუმცა ჩვენ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გამოგვეყენებინა არა ერთჯერადი, არამედ ლამინირებული მენიუ. ეკოლოგიური თვალსაზრისით ერთჯერადი მენიუების გამოყენება არც ისე სახარბიელო გადაწყვეტილებაა. ქაღალდის გამოყენების ბრუნვა საკმაოდ დიდი იქნება და არ გვინდა, გარემოზე ზიანის მაჩვენებელი ამით გავზარდოთ.

მენიუების გამოყენების სისტემა ასეთია: გავაკეთეთ დანომრილი ლამინირებული მენიუები. სპეციალურ ჟურნალში აღვრიცხავთ, რომელი ნომერი მენიუ რომელმა მიმტანმა რომელ მაგიდასთან გამოიყენა და შემდეგ რომელ საათზე ჩაუტარდა მას დეზინფექცია. თითოეული გამოყენების მერე სპეციალური ხსნარების გამოყენებით მოხდება მათი დეზინფექცია.

კიდევ ერთი სიახლე, რაც მომხმარებელს მათივე უსაფრხოებისთვის შევთავაზეთ, არის ონლაინ მენიუ. QR კოდის საშუალებით მათ შეეძლებათ დაასკანერონ მენიუ და ისე შეგვიკვეთნ, რომ ფიზიკურად არ შეეხონ მენიუს.

მომხმარებლებს ტრადიციულად კვლავ შეუძლია მაგიდისა და მენიუს ონლაინ დაჯავშნა.

კვების ობიექტების ფუნქციონირების გართულებული წესებიდან გამომდინარე, ხომ არ არის მოსალოდნელი ფასების ზრდა? „ჩემო კარგო“ ამ ეტაპისთვის ინარჩუნებს არსებულ ფასებს?

მაღალი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ჩვენ ფასები არა თუ გავზარდეთ, არამედ შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შევამცირეთ. მენიუები 20%–25%–ით გაიაფდა და მინიმალურ მარჟაზეა როგორც ბელიაშვილის, ისე სხვა ობიექტებზე. აქცია გვაქვს ლუდზეც და მასაც 25%–იანი ფასდაკლებით ვთავაზობთ მომხმარებელს. ეს არის ჩვენი მხარდაჭერა საზოგადოებისადმი.

აქვე მინდა აღვნიშნო ერთი ფაქტი, რომ ფასების შემცირების მიუხედავად იგივე რჩება ხარისხი. ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ნატურალური, ქართული, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ხშირ შემთხვევაში პირდაპირ სოფლებიდან. ეს მიდგომა უცვლელი რჩება.

თანამშრომლების რაოდენობის შემცირება ხომ არ მოხდა?

მართალია, გარკვეული პერიოდი თანამშრომლებს უსამსახუროდ მოუწიათ დარჩენა, მაგრამ ახლა ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ბრუნდება. არც ერთი თანამშრომელი არ გაგვიშვია, ყველა კადრი შევინარჩუნეთ. მათ მაქსიმალურად დავეხმარეთ სახელმწიფო დახმარების მიღებაშიც.

რესტორნები შემოწმებას რა პერიოდულობით გავლიან?

პირველ ივნისს, გახსნის დღესვე ჩვენთან მოსული იყო სურსათის უვნებლობის სამსახური და პირველი შემოწმება უკვე გავიარეთ. ზოგადად, აღნიშნულ სამსახურთან აქამდეც აქტიური კომუნიკაცია გვქონდა და ჩვენი საქმიანობის დეტალები კარგად იციან. ამიტომ, ვფიქრობ, გვენდობიან, იციან რომ ჩვენთან ყველაფერი კარგადაა და პირველი ჩვენთან ამიტომაც მოვიდნენ შესამოწმებლად. შემოწმების შესახებ ინფორმაცია მათ ვებგვერდზეც არის განთავსებული.

შემოწმებას ექნება პერიოდული სახე, თუმცა ეს არ იქნება გეგმიური და რესტორნებს არ ეცოდინებათ, როდის მოხდება მათი შემოწმება.

შიდა შემოწმება როგორ ხდება? სპეციალური კადრი არსებობს, ვინც თითოეული ამ რეკომედაციის შემოწმებას აკონტროლებს?

ჩვენ აქამდეც გვყავდა მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის მენეჯერები, რომელთა საქმიანობა ახლა უფრო ინტენსიური გახდა. ხარისხის კონტოლის მენეჯერი პროდუქების ვარგისიანობას და უსაფრთხოებას ამოწმებს. ახლა უკვე ორმაგი ენერგიითა ჩართული სამუშაო პროცესში. მონიტორინგის სამსახური კი რეგულაციების აღსრულების კუთხით აქტიურად არის ჩართული ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში და თითოეული დეტალის კონტროლს ახდენს.

ზოგადად, გამკაცრებული რეგულაციები რა გავლენას მოახდენს სარესტორნო ბიზნესზე? სტუმრების რაოდენობის შემცირებას ელოდებით?

ეპიდემიამ სარესტორნო ბიზნესზე უკვე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენთვის აქტიური პერიოდი არის ხოლმე მარტი–ივნისი, რისი უდიდესი ნაწილიც დაკეტილები ვიყავით. შესაბამისად, განვითარების ტემპი შეჩერებულია და მისი გააქტიურება, ალბათ, ძალიან რთული იქნება.

ჩვენი გათვლებით, სტუმრების ის რაოდენობა არ გვეყოლება, რაც იყო ხოლმე. საერთო რეკომენდაციების გათვალისწინებით ბევრი თავს იკავებს სახლიდან გასვლისგან. თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც კარანტინის შემდეგ უბრალოდ სადღაც გასვლა და დროის სასიამოვნოდ გატარება სურს. ამიტომ სტუმრების გარკვეულ რაოდენობას სტიბილურად ველოდებით იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების ზომები ჩვენთან მაქსიმალურად დაცულია.

ხოლო მათთვის, ვინც სახლში დარჩენას ამჯობინებს, ჩვენი მიტანის სერვისი კვლავ აქტიურია.

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია: www.chemokargo.ge ან +995 571 10 30 10

ფრესკო ალკოჰოლური სასმელების სრულ ასორტიმენტზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასებს გთავაზობთ

კომპანია BAGI განცხადებას ავრცელებს!

რა განსხვავებაა ბუტიკის ტიპისა და ჩვეულებრივ სასტუმროებს შორის?