"თბილისსა და მთელ საქართველოში ნელ-ნელა შემოვა აზიური სიმდიდრე" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება "აბრეშუმის გზის" შესახებ

"თბილისსა და მთელ საქართველოში ნელ-ნელა შემოვა აზიური სიმდიდრე" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება "აბრეშუმის გზის" შესახებ

სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას ოფიციალურ გვერდზე "საქართველოს აბრეშუმის გზასთან" დაკავშირებით პოსტი ქვეყნდება:

"საქართველოს აბრეშუმის გზაზე ისევ გაიწელება ქარავნები, აღდგება ძველი გზები, ანუ ურთიერთობები გასული საუკუნეებისა. თბილისსა და მთელ საქართველოში ნელ-ნელა შემოვა აზიური სიმდიდრე. ამინ! ამინ! ამინ!

საქართველო კი გზაჯვარედინის შუა წერტილია, რომელსაც გვერდს ვერავინ აუვლის. ბევრი სახელმწიფო იქნება დამოკიდებული მომავალში საქართველოზე" - ეს სიტყვები ლელა კაკულიამ 1995 წლის 9 სექტემბერს წარმოთქვა. ზუსტად 20 წლის შემდეგ კი, 2015 წლის 15–16 ოქტომბერს თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართა. ფორუმის მუშაობაში მსოფლიოს 31 ქვეყნის რვაასამდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ყველა მათგანი ხაზგასმით აღნიშნავდა აბრეშუმის გზის მნიშვნელობასა და მისი ამოქმედების აუცილებლობას.

"ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია, გაგიწიოთ პარტნიორობა ამ პროექტის განხორციელებაში. ჩვენ გვინდა ხელი შევუწყოთ ბიზნესის კლიმატის გაუმჯობესებას, ინვესტიციების მოზიდვას. მოცემული რეგიონი გვთავაზობს საქონელს, ენერგეტიკულ რესურსებს. ჩვენ ყველამ უნდა ვისარგებლოთ ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობით, რომ ეს რეგიონი გახდეს დიდი სატრანსპორტო და ენერგოდერეფანი, რომელიც დააკავშირებს ევროპასა და აზიას", - ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს, ბრიუს ენდრიუსს ეკუთვნის.

ვინც ფორუმის მუშაობას თვალ–ყურს ადევნებდა, კარგად იცის, თუ როგორ შეაფასეს მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აბრეშუმის გზისა და საქართველოს ფუნქცია ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით. ცხრა დღე ჩინეთიდან საქართველომდე და ორი კვირა ჩინეთიდან ცენტრალურ ევროპამდე ტვირთების გადასაზიდად - აბრეშუმის გზის განახლებით საქართველო უმოკლესი გზისა და ვადების გამო ევროპასა და აზიას შორის საკვანძო სატრანზიტო ქვეყანა გახდება. ახლა მთავარია, რომ პროექტი რეალურად განხორციელდეს და ამუშავდეს.

შეისხამს თუ არა ხორცს ახალი აბრეშუმის გზის პროექტი, რას მოუტანს ჩვენს ქვეყანას იგი და რა მნიშვნელობა აქვს მას, ამაზე ქალბატონი ლელა კაკულია უკვე მრავალი წელია წერს და ყველა შეკითხვაზე, რომელიც ამ თემას უკავშირდება, არაერთგზის აქვს პასუხი გაცემული წარსულში", - აღნიშნულია წინასწარმეტყველის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია