30-წლიანი განუკითხაობა თაფლის ბაზარზე - დაიწყებს თუ არა სახელმწიფო ქართველი მეფუტკრეების მხარდაჭერას?

30-წლიანი განუკითხაობა თაფლის ბაზარზე  - დაიწყებს თუ არა სახელმწიფო ქართველი მეფუტკრეების მხარდაჭერას?

საქართველოში თაფლის წარმოებისთვის უნიკალური კლიმატური პირობებია. ქართული თაფლის ძირითადი ნაწილი სამეგრელოში, კახეთსა და აჭარაში იწარმოება, თუმცა თაფლი მოჰყავთ იმერეთში, ქართლში, გურიაში და საქართველოს სხვა კუთხეებშიც - ძირითადად, წვრილ ოჯახურ მეურნეობებში, რის გამოც მისი პროდუქტიულობა დაბალია - 1 სკაზე 11-12 კგ-ს უტოლდება. თაფლი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე საექსპორტო პროდუქტია, თუმცა ევროპაში ის თითქმის არ გააქვთ. ქართული თაფლი საექსპორტოდ ძირითადად დსთ-ს სივრცეში გადის, ასევე საუდის არაბეთში, ჩინეთში, კორეასა და სხვა ქვეყნებში. თაფლი საქართველოში სხვა ქვეყნებიდანაც შემოაქვთ, რომელთა შორის პირველ ადგილზე უკრაინაა, მერე მოდის გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და აშ...

საქართველოში თაფლის წარმოების განვითარების მიზნით "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა" ამოქმედდა. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე კოოპერატივებს გადაეცემათ მათ ბალანსზე არსებული სკების იდენტური რაოდენობა, ოღონდ, არაუმეტეს 100 ცალისა, ღირებულების 30%-ად, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია პროგრამაში მონაწილე კოოპერატივების მიერ წარმოდგენილ თაფლის ერთ ნიმუშს უფასოდ ჩაუტარებს ლაბორატორიულ შემოწმებას. ამის თაობაზე "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს" ხელმძღვანელმა, გიორგი მიშელაძემ გვითხრა, რომ საქართველოს მთავრობამ ეს პროგრამა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაამტკიცა:

"შესაბამისად, ჩვენ უკვე დავიწყეთ საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც უკვე შევხვდით მეფუტკრე ფერმერებს და პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს. მათ შეუძლიათ ცალკე კოოპერატივები შექმნან, ან უკვე არსებულ კოოპერატივებში გაწევრიანდნენ. უკვე დაწყებულია ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება. იმ მეფუტკრეებს, რომლებსაც პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილი აქვთ, თბილისში ჩამოუსვლელად, ელექტრონულად შეუძლიათ დარეგისტრირება ჩვენს ვებგვერდზე. თავიანთი დოკუმენტები იქ უნდა ატვირთონ და შესაბამისად განაცხადი გააკეთონ. კოოპერატივებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მათ მიერ წარმოებული თაფლი უსასყიდლოდ შეამოწმონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში და ეცოდინებათ, აკმაყოფილებს თუ არა სტანდარტებს მათ მიერ წარმოებული პროდუქცია. ამასთანავე, გაეწევათ კონსულტაცია და ტრენინგებიც ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, გადაეცემათ სკები ღირებულების 30 პროცენტის თანამონაწილეობით, დანარჩენ 70%-ს ჩვენ დავფარავთ. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მაღალმთიანი რეგიონის კოოპერატივებს, თუ იქ არის მინიმუმ 5 მეპაიე და აქვთ სულ ცოტა 30 სკა, ხოლო დანარჩენ საქართველოში - მინიმუმ 11 მეპაიე და სულ ცოტა, 60 სკა, მაგრამ დაურიგდებათ არაუმეტეს 100 სკისა. სკების რაოდენობა საპაიო შენატანზეა დამოკიდებული."

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია