"პუტინის დანიშნული პირი საქართველოში - ივანიშვილი ახლოსაა ძალაუფლების დაკარგვასთან" - მიხეილ სააკაშვილი

"პუტინის დანიშნული პირი საქართველოში - ივანიშვილი ახლოსაა ძალაუფლების დაკარგვასთან" - მიხეილ სააკაშვილი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის ინიციატივა, რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, ვლადიმერ პუტინის სიგნალია.

როგორც უკრაინული გამოცემა "გორდონი" წერს, ეს განცხადება ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. "თიბილოვის განცხადება პუტინის სიგნალია, რომ თუ ჩვენ ხელისუფლებაში დავბრუნდებით, რუსეთი, ყირიმის მსგავსად სამხრეთ ოსეთის ანექსიას მოახდენს და ომს დაიწყებს. თუმცა, პუტინს ახლა ამის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან სირიაში მეტისმეტად გაიჭედა", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას კარგავს. "პუტინის დანიშნული პირი საქართველოში - ივანიშვილი ახლოსაა ძალაუფლების დაკარგვასთან. ყველა გამოკითხვის მიხედვით, ჩემი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დამაჯერებლად ლიდერობს და ივანიშვილის პარტიას 4%-ით უსწრებს წინ", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."