პროკურორთა საბჭოს ექვსი წევრი არჩეულია

პროკურორთა საბჭოს ექვსი წევრი არჩეულია

პროკურორთა საბჭოს ექვსი პროკურორი წევრი უკვე არჩეულია. დღის განმავლობაში მიმდინარე არჩევნების შედეგად ხმათა უმრავლესობით ექვს კვოტაზე საბჭოს წევრები გამოვლინდნენ.

ხმათა უმრავლესობით პროკურორთა საბჭოს წევრები არიან: გიგა ძნელაძე, ნათია სონღულაშვილი, გოჩა ფარულავა, კონსტანტინე სირაძე, ანა კალანდაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე.

საბჭოში 8 პროკურორი წევრია გათვალისწინებული. დანარჩენი 2 წევრის გამოსავლენად სასტუმრო "ჰუალინგში" საარჩევნო პროცედურა ხვალ დილით განახლდება. იგივე პროცედურის გათვალისწინებით ხვალვე იქნება გამოვლენილი საბჭოს კიდევ ორი წევრი პროკურორი.

არჩევნებში საქართველოს მასშტაბით 438-მა მოქმედმა პროკურორმა და გამომძიებელმა მიიღო მონაწილეობა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ