გამოძიება - ამირან გიორგაძემ მკვლელობები წინასწარ დაგეგმა და გასაქცევი გზებიც დასახა

გამოძიება - ამირან გიორგაძემ მკვლელობები წინასწარ დაგეგმა და გასაქცევი გზებიც დასახა

რუსული გამოძიების ცნობით, ამირან გიორგაძე ადამიანების მკვლელობისთვის გულდასმით ემზადებოდა და არაა გამორიცხული, წინასწარ ჰქონოდა გათვლილი ზომები, როგორ უნდა დამალვოდა გამოძიებას. ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენლმა ვლადიმერ მარკინმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, არსებობს საშიშროება, რომ კრასნოგორელმა მსროლელმა სხვა ადამიანებიც დახოცოს. "ახლა ყველაზე საშინელის გვეშინია, რომ მან, როგორც კუთხეში მიმწყვდეულმა, მორიგი მსხვერპლი არ აირჩიოს, რადგან შესაძლოა, კვლავ ჰქონდეს დარჩენილი იარაღი და ტყვიები", - განაცხადა მარკინმა.

მისივე თქმით, ეჭვმიტანილის მხრიდან კეთილგონიერების გამოვლენის იმედი აქვს, რომ სამართალდამცველებს ჩაბარდება. მარკინის განცხადებით, ყველა ზომაა მიღებული, რომ ეჭვმიტანილმა რუსეთის ტერიტორია არ დატოვოს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ