ბოლო ორი კვირაა ჯართის ფასი კატასტროფულად დაეცა. ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში 1 ტონა ჯართს 150-200 ლარად იბარებენ. მანამდე, რამდენიმე კვირით ადრე კი მისი ფასი 300 ლარს აღწევდა.
ჯართით მოვაჭრეთა თქმით, ექსპორტი მინიმუმამდე დაეცა, რამაც ფასის კლება გამოიწვია და ეს ბიზნესი საქართველოში დღითიდღე წამგებიანი ხდება. „წლებია ამ სისტემაში ვმუშაობ და მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჯართი კი არ უნდა ბარდებოდეს, ადგილზე უნდა მუშავდებოდეს და რაღაც სასიკეთო იქმნებოდეს. ჩვენ ვცხოვრობთ დღევანდელი დღით. ამ დროს კი ჩვენი ნედლეულით სხვა ქვეყნები მდიდრდებიან. წარმოგიდგენიათ რამხელა ზარალია ეს
ყველაფერი პატარა ქვეყნისათვის?! ეს სერიოზული დანაშაულია, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს“, - აცხადებენ ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში.
ჯართის ჩამბარებელ პუნქტებში ამბობენ, რომ ყველა დასახელების ჯართზე მოთხოვნა 60-70%-ით შემცირდა. „საქართველოში ჯართის ბიზნესმა აზრი დაკარგა. ფასი დაბალია და შესაბამისად, შესყიდვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.