70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები ელექტროენერგიის გადასახადისთვის კომპენსაციას მიიღებენ

70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები ელექტროენერგიის გადასახადისთვის კომპენსაციას მიიღებენ

თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახები, ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით ოქტომბერში წარმოქმნილი ხარჯების კომპენსირების მიზნით, 21 ოქტომბრიდან, თბილისის მერიისგან დამატებით ფულად დახმარებას მიიღებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, ოჯახებს რომელთა სარეიტინგო ქულა თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000-ს არ აღემატება, თანხა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხებათ. დღეისათვის დედაქალაქში ასეთი 35 415 ოჯახია და მთლიანობაში მათ დამატებითი ფულადი დახმარების სახით 424 980 ათასი ლარი ჩაერიცხებათ.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კომპენსაციის გარდა, თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახები, ნოემბერ-დეკემბერში კომუნალური ხარჯებისთვის მიიღებენ დახმარებას თვეში 100 ლარის ოდენობით, როგორც ეს მიმდინარე წლის იანვარ-მარტში განხორციელდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია