ალექსანდრე ყაზბეგის 20-ში კომპიუტერული მაღაზია გაძარცვეს

ალექსანდრე ყაზბეგის 20-ში კომპიუტერული მაღაზია გაძარცვეს

თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის #20-ში კომპიუტერული მაღაზია გაძარცვეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მაღაზიის მფლობელმა, რობერტ გაჩეჩილაძემ განუცხადა, მაღაზია სავარაუდოდ ერთმა პირმა გატეხა. მისივე თქმით, წაღებულია ერთი ლეპტოპი, მთლიანობაში კი ზარალი 5000-ლარამდე შეადგენს.

"მძარცველმა ქვით ჩაამტვრია მაღაზიის ვიტრაჟი. აქედან შიგნით ვერ შეაღწევდა, თუმცა მიწვდა ლეპტოპს და წაიღო. მისი ღირებულება 1450 ლარს შეადგენს. მთლიანობაში ზარალი 5000 ლარამდეა. შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია