"უნივერისტეტში არსებობს ბიუროკრატიული მანქანა" - თსუ-ში რექტორის გადაყენების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

"უნივერისტეტში არსებობს ბიუროკრატიული მანქანა" - თსუ-ში რექტორის გადაყენების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების აქცია იმართება.

აქციის მონაწილეთა თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა ვერ ახერხებს. აქციის მონაწილეთა შეფასებით, უნივერსიტეტში არის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მოქნილ ორგანიზმად არის გადაქცეული, რათა უნივერისტეტმა ვერ მოახერხოს სწრაფი განვითარება. სტუდენტების თქმით, გარდა ბიუროკრატიული მანქანისა, უნივერსიტეტში არის ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომელსაც ემატება ლექტორთა არაკვალიფიციურობა.

"უნივერსიტეტში არის პრობლემები, რომლებიც არ გვარდება. თსუ-ს თვითმმართველობა ვლადიმერ პაპავას ესაუბრა ამ პრობლემებზე, თუმცა შეხვედრამ ის შედეგი მოგვცა, რომ არაფერზე პასუხი მას არ ჰქონდა. უნივერისტეტში არსებობს ბიუროკრატიული მანქანა, რათა სტუდენტებმა აქეთ-იქით იარონ პრობლემების გადასაჭრელად და ვერაფერი გაარკვიონ", - განაცხადა თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.

მისივე ინფორმაციით, სტუდენტურმა თვითმმართველობამ გამოიყენა სამართლებრივი ბერკეტი და ფაკულტეტის საბჭოების მუშაობა შეაჩერა იქამდე, ვიდრე არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება და არ დატოვებს დატოვებულ თანამდებობას ვლადიმერ პაპავა. სტუდენტური თვითმმართველობა საუბრობს ასევე უნივერსიტეტში არსებულ ფინანსურ პრობლემებზე.

"არსებობს ინფორმაცია, რომ საგამოძიებო უწყებები უნივერსიტეტის საქმიანობის შესწავლას აპირებენ, რაც გულისხმობს სხვადასხვა ტენდერებსა და შესყიდვის საქმეებს", - განაცხადა შალვა საბაურმა.

უნივერსიტეტში შეკრებილმა სტუდენტებმა აქციის დროს ვლადიმერ პაპავას წითელი ბარათიც უჩვენეს, ნიშნად იმისა, რომ მან თანამდებობა უნდა დატოვოს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია