როგორ მოხვდა ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძე გერ­მა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ან­დერ­ძ­ში

როგორ მოხვდა ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძე გერ­მა­ნე­ლი ქალ­ბა­ტო­ნის ან­დერ­ძ­ში

ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძეს მოგ­ზა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს. უცხო ქვეყ­ნის მცე­ნა­რე­ე­ბის გარ­და, იქა­ურ მკვიდ­რ­თა ცხოვ­რე­ბის წე­სით, პრობ­ლე­მე­ბით ინ­ტე­რეს­დე­ბა.

ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლიც გა­დახ­დე­ნია. ახ­ლა­ხან ზუ­რას გვარ-სა­ხე­ლი გერ­მა­ნელ­მა მე­გო­ბარ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ან­დერ­ძ­შიც კი შე­ი­ტა­ნა. ქალ­ბა­ტო­ნი ბა­უ­მა­ნი­სა და ზუ­რა შე­ვარ­დ­ნა­ძის მე­გობ­რო­ბა ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს უკავ­შირ­დე­ბა...

- სა­ერ­თოდ, სად­მე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტუ­რის­ტი­ვით გამ­გ­ზავ­რე­ბა და ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა არ მიყ­ვარს - ამა­ზე უფ­რო მო­საწყე­ნი არ­და­დე­გე­ბი ჩემ­თ­ვის არ არ­სე­ბობს. მოგ­ზა­უ­რო­ბას მი­ზა­ნი და შე­დე­გი უნ­და ჰქონ­დეს: მხო­ლოდ ლა­მა­ზი და სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი კი არ უნ­და ვნა­ხო, არა­მედ - ბევ­რი რამ უნ­და ვის­წავ­ლო და სა­სარ­გებ­ლო საქ­მეც გა­ვა­კე­თო. ასე­თი მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბი ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე - თუნ­დაც, სა­ნა­პი­რო­ზე დას­ვე­ნე­ბა. წელს, "გარ­დე­ნი­ას" 12 თა­ნამ­შ­რო­მელ­თან ერ­თად, გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე. ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს. ამი­ტომ იქ "ექ­ს­კურ­სი­ის" ორ­გა­ნი­ზე­ბა ჩემ­თ­ვის იოლი იყო. იქა­უ­რი სა­ნერ­გე­ე­ბი, მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი, ბო­ტა­ნი­კუ­რი თუ კერ­ძო ბა­ღე­ბი, სკვე­რე­ბი მო­ვი­ა­რეთ... ეს 2-კვი­რი­ა­ნი, შე­მეც­ნე­ბი­თი, სა­ინ­ტე­რე­სო და შე­დე­გი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო.

- გერ­მა­ნი­ის რო­მელ ქა­ლაქს სტუმ­რობ­დით?

- ბევრ ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვით. ძი­რი­თა­დად, ბონს ვსტუმ­რობ ხოლ­მე - "ბუ­დე" იქ მაქვს, რად­გან ბო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვსწავ­ლობ­დი. იქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ნაც­ნო­ბი მყავს. ბო­ნი­დან სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში დავ­დი­ო­დით - მთე­ლი 2 კვი­რის პროგ­რა­მა გა­წე­რი­ლი გვქონ­და, ზუს­ტად ვი­ცო­დით, რო­მელ დღეს სად და ვინ გვე­ლო­დე­ბო­და. ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე დავ­დი­ო­დით, გვმას­პინ­ძ­ლობ­დ­ნენ, სა­ინ­ტე­რე­სო შე­კითხ­ვებ­ზე გვპა­სუ­ხობ­დ­ნენ... მთა­ვა­რი ის იყო, რომ ბა­ღებ­ში ჭიშ­კ­რი­დან (მთა­ვა­რი შე­სას­ვ­ლე­ლი­დან) კი არ შევ­დი­ო­დით, არა­მედ მას­პინ­ძ­ლე­ბი "სამ­ზა­რე­უ­ლო­ში" გვა­ხე­დებ­დ­ნენ. ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ თა­ვად მე­ურ­ნე­ო­ბის პატ­რო­ნი გვმას­პინ­ძ­ლობს... გერ­მა­ნი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის შემ­დეგ, მე­გობ­რებ­თან (რომ­ლებ­მაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იტა­ლი­უ­რი ვი­ლა და­ი­ქი­რა­ვეს) ერ­თად სარ­დი­ნი­ა­ზე ვი­ყა­ვი. იტა­ლი­ის ეს მშვე­ნი­ე­რი კუნ­ძუ­ლი მო­ვი­ა­რეთ... სარ­დი­ნი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბის მე­რე, სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, მსოფ­ლიო პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, ბრა­ზი­ლი­ა­ში გა­ვემ­გ­ზავ­რე. გამ­გ­ზავ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო გახ­ლ­დათ. ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან 6 პრო­ფე­სია წარ­ვად­გი­ნეთ, მათ შო­რის - ფლო­რის­ტი­კა. რო­გორც ფლო­რის­ტი­კის ექ­ს­პერ­ტი, ამ პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ ერთ-ერთ ბავ­შ­ვ­თან - ანა ვა­შა­ძეს­თან ერ­თად გა­ვემ­გ­ზავ­რე. რა თქმა უნ­და, დიდ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წი­ეთ, ჩვე­ნი მი­ზა­ნი ეს არც ყო­ფი­ლა. ამ ოლიმ­პი­ა­და­ზე წელს პირ­ვე­ლად ვი­ყა­ვით. გა­მარ­ჯ­ვე­ბა­ზე არც გვი­ფიქ­რია, მაგ­რამ იქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც დი­დი ამ­ბა­ვი იყო: ვნა­ხეთ, ფლო­რის­ტი­კა რა სი­მაღ­ლე­ზეა, "სა­ით უნ­და ვი­ა­როთ"... ჩვენ­თ­ვის ფლო­რის­ტი­კა ახა­ლი პრო­ფე­სიაა. ამი­ტომ ვერც გავ­ბე­დავთ, რომ კო­რე­ას, ჰო­ლან­დი­ას, ბელ­გი­ას, და­ნი­ას, ინ­გ­ლის­სა თუ იტა­ლი­ას კონ­კუ­რენ­ცია გა­ვუ­წი­ოთ...

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია