"ატვირთეთ რაც გინდათ თავიც ჩემია ფეხიც"- ეს განცხადება რამდენმე წუთის წინ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააკეთა.
"თუ ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს ერთი ღერი თმა ჩამოუვარდება, რომელიმე თანამშრომელს ან მათი ოჯახის წევრს ერთი ღერი თმა მაინც ჩამოუვარდება, პირდაპირ გეუბნებით - ყოველგვარი მართლმსაჯულების გარეშე, სადაც მოგწვდებით, აუცილებლად გაზღვევინებთ, ამ ჩიხში თქვენ თვითონ შეხვედით და შეიყვანეთ ქვეყანა".
გვარამია მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართავს, მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ ხვალ მივიდნენ სასამართლოსთან, მივიდნენ ტელევიზიასთან და არ დაუშვან გადაწყვეტილების აღსრულება.