თსუ-ის სტუდენტებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს

თსუ-ის სტუდენტებმა რექტორის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს.

მოშიმშილეები ვლადიმერ პაპავას კაბინეტის წინ არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია მანამდე არ დასრულდება, სანამ პაპავა არ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას.

"ჩვენ შიმშილს მანამდე გავაგრძელებ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა და ვლადიმერ პაპავა არ გადადგება. ჩვენ ვცდილობთ, ამ ნაბიჯით ყველას ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ყველაფრისთვის, რათა უნივერსიტეტის ინტერესები დავიცვათ", - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.

მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს, რადგანაც არსებობს უნდობლობა მხარეებს შორის. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, საბაური აცხადებს, რომ ისინი სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლიან.

პროტესტის მონაწილე სტუდენტები აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში უნივერსიტეტის დერეფანში დარჩებიან და გააგრძელებენ შიმშილობას. პაპავას გადადგომის მოთხოვნით 25-მდე სტუდენტი შიმშილობს.

აქციის მონაწილეთა თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა ვერ ახერხებს. აქციის მონაწილეთა შეფასებით, უნივერსიტეტში არის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მოქნილ ორგანიზმად არის გადაქცეული, რათა უნივერისტეტმა ვერ მოახერხოს სწრაფი განვითარება. სტუდენტების თქმით, გარდა ბიუროკრატიული მანქანისა, უნივერსიტეტში არის ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომელსაც ემატება ლექტორთა არაკვალიფიციურობა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია