ბოლო დღეებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოყვა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:
თენგო გოგოტიშვილი - ისეთი თამაში დაიწყო, სჯობს, ყველაფრისგან წინასწარ იყო დაზღვეული კაცი. პეტრიაშვილისა და გვარამიას შემდეგ ალბათ სხვათა ჯერიც დადგება.
რაკი ვეღარც ეს ხელისუფლება მალავს, რომ აქტიურად ქმნის სხვათა და სხვათა (მათ შორის ყოფილი და ალბათ მოქმედი საკუთარი მინისტრების) პირადი ცხოვრების არქივს, წინასწარ მინდა ვთქვა:
გაძლევთ უფლებას, გამოაქვეყნოთ ნებისმიერი აუდიო/ვიდეო ჩემი მონაწილეობით. გინდ ქალი იყოს პარტნიორად, გინდ – კაცი, გინდ – მკვდარი ვირი.
ვინც გიჩივლოთ, რეზო იყოს ამაშუკელი.
ოღონდ ერთსა გთხოვთ:
თავი ჩემი დატოვეთ, ტანი კი ცოტა ათლეტური მიამონტაჟეთ.
თორემ ტეხავს
თამარა ჩერგოლეიშვილი - ივანიშვილმა საქართველოს, როგორც მისი კერძო ბიზნესის შენარჩუნებისთვის გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო. ის ხვდება, რომ დრო მის წინააღმდეგ მუშაობს. მერე რა რომ დავალებული აქვს თოჯინებისთვის NDI-ი ლანძღონ. მისი "არჩევნები" ახლა ტარდება. ის ახლა "ინაღდებს" ამ ქვეყანას 2030-მდე. ამისთვის ისედაც კასტრირებული დემოკრატიის უკანასკნელ ელემენტებსაც ანადგურებს.
მას საზოგადოებაში არანაირი საყრდენი არ გააჩნია და საერთაშორისო იზოლაცია ემუქრება. ის საქართველოს, როგორც კერძო ბიზნესის შენარჩუნებას, უცხო ძალის მეშვეობით ცდილობს. ის ახშობს მის კონტროლს მიღმა მოქმედ, პოპულარულ, ძლიერ, პროდასავლურ ტელევიზიას და აფორმებს ხელშეკრულებებს გაზპრომთან. ხელს უწყობს პრორუსული ძალების გაძლიერებას. და მეტიც - ჩვენი ჯიბიდან აფინანსებს მათ.
ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი სახეზეა - პრორუსული განწყობები გაზრდილია.
ივანიშვილმა ფაქტობრივად ომი გამოუცხადა ჩვენს ისტორიას, სახელმწიფოებრიობას, თავისუფლებას და მომავალს.
ჩვენ ეს გამოწვევა მივიღეთ, ჩვენ დავიცავთ თავისუფლებას და ჩვენ ამ ომს აუცილებლად მოვიგებთ.
ნინო დანელია - (*ნიკა გვარამია) ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ასეთ დროს - საჯაროდ ყველაფრის მოყოლაა. ბევრი ადამიანი დანებდებოდა, შეშინდებოდა, განზე გადგებოდა. შენ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთე დღეს. ფიზიკურად დავდგები თქვენთან. ყველას რომ გადაგვივლიან მერე შემოვლენ. ჰოდა, გაბედონ!
ხოდა რამე ვიდეო რომ დადოთ ნიკასი ან მისი ოჯახის წევრს რამე დაემართოს, იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ხართ კოალიციაში და პირადად გიცნობთ, გამარჯობას არ გეტყვით არცერთს! არ დამიწყოთ მერე, ეს რა დღეში ვართ და რას ვუძლებთო! მე არ მითხოვია თქვენთვის ქაქის დაცვა!
შოთა უტიაშვილი - ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ მათზე ბევრი ვართ. ჩვენ ძლიერები ვართ. ჩვენ გავიმარჯვებთ
მანანა კობახიძე - " რუსთავი 2", მისი ჟურნალისტები, ნაციონალური მოძრაობა, მათი აქტივისტები, მხარდამჭერები და კიდევ, არ ვიცი ვინ, ბოლო ხმაზე რომ გაჰკივიან, არიქა გვიშველეთო, ისტერიკას რომ იმართებენ და ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებამდე უნდათ საქმის მიყვანა,( რაც არ გამოუვათ, რასაც არ დავუშვებთ, კანონს დავიცავთ ბოლომდე!) ეს ყარამანაშვილები სად არიან, მათი უფლებები ჯერ არ "დაურღვევია" ხელისუფლებას?! საოცარი ამბავია, მახსოვს ბადრი პატარკაციშვილი, როგორ იცავდა "იმედს", სიცოცხლე დათმო კაცმა მგონი და ტელევიზია არა, ხოდა ამ უჩინარი "მესაკუთრეების" ძალიან მიკვირს, მათზე მეტად ვინმე შეიძლება წუხდეს, მართლაც თუ რამე ემუქრება მათ საკუთრებას?! ახლა, შეიძლება ზრდილობის გულისთვის ერთი განცხადება გააკეთებინონ... მოკლედ, ვისიც არის და როგორიც არის, მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს მხოლოდ კანონიერ და სამართლიან გადაწყვეტილებას, იმოქმედებს შინაგანი რწმენით და სინდისით, გამოიტანს გადაწყვეტილებას საქართველოს და არა რომელიმე მხარის სახელით, მოსამართლე თავად არის ამ საქმეში ხელისუფალი და არა სხვა ვინმე, ასე რომ, სიმშვიდით დაელოდოს ორივე მხარე და ფრთხილად იყვნენ, კერძო ქონებრივი თუ სხვა ინტერესების გამო, ჩვენი ქვეყანა არ დააზარალონ!!! ჩემთვის მთავარი აი, ეს არის!
ოთო კახიძე - ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ - თვალი რომ გადავავლოთ, რუსთავი ორის მხარდამჭერები არიან: განათლებული, რეალიზებული, ნიჭიერი, პროდასავლური, მოკლედ - რაღაცნაირი კაი ტიპები.
იქეთ კიდევ დგას სულ მყრალი ხალხი - დაბოღმილი, ბიძინას კარმუშკის შემყურე, ბნელი, რუსეთუმე - მოკლედ, დედამოტყნულები.
უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცლები იწერება, აქ ასარჩევიც არაფერია, წილი ნაყარია
ჰოდა, რისი თქმა მინდოდა - მოვიგებთ ჩვენ, უეჭველი
კოკა ყანდიაშვილი - მეგობრებო - თუ გვარამია მართალს ამბობს, და ხელისუფლება მას უთვალთვალებდა, ახორციელებდა ფარულ მიყურადებას და აშანტაჟებდა - ყველასათვის გასაგებია, რომ ხელისუფლებას უნდა ვაგებინოთ პასუხი. მტკიცედ და მკაცრად.
მაგრამ პირადად მე - არ ვენდობი გვარამიას, არ მჯერა მისი და მიმაჩნია რომ პროკურატურამ ოპერატიულად უნდა იმოქმედოს და მოკვეთოს ეს დამოკლეს მახვილი - ვისაც არ უნდა დაეცეს იგი.
და აი მთავარი კითხვა!!! თუ დადასტურდა, რომ გვარამია იტყუება - რას ვაკეთებთ ასეთ შემთხვევაში ???
მე - არ ვიცი.
თქვენ - იცით?
პ.ს. გთხოვთ, არანაირი ბილწსიტყვაობა.
გოგა ხაჩიძე - თუ ნიკა გვარამიას სიტყვები სიმართლე არაა, ახლა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე საჯაროდ უნდა აცხადებდეს მზადყოფნას, პირადად შეხვდეს გვარამიას, შანტაჟის ფაქტი უსწრაფესად აღკვეთოს და დამნაშავეები სამაგალითოდ დასაჯოს!
სადაა მინისტრი?!
სადაა მთავრობა?!
ნიკა რურუა - ივანიშვილის მესიჯი ყველაზე მოკლედ ასეთია: ან დამემორჩილებით და დამემონებით, ან ქვეყანას დავანგრევ და ხალხში სიძულვილით თესვით სამოქალაქო დაპირისპირებას მოგიწყობთ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვარამიამ განაცხადა, რომ მისთვის არსებული ინფორმაციით სასამართლო ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებას აპირებს.
"მე მინდა დღევანდელი საუბრის შინაარსი აქ საჯაროდ განვაცხადო. ამ საუბრიდან ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხვალ სასამართლოზე გამოვა გადაწყვეტილება, რომელიც კომპანიას მიაკუვთნებს ქიბარ ხალვაშს. ამ გადაწყვეტილებას ან ხვალვე და შემდეგ დღეებში მოჰყვება დაუყოვნებლივი აღსრულების გადაწყვეტილება და მოთხოვნა იყო ჩემს მიმართ, რომ მე გავწეულიყავი", - განაცხადა გუშინ გვარამიამ.