ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ის იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც მოგზაურობიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საქართველოში.

ამირან გამყრელიძის თქმით, ვირუსის მეორე შემთხვევა გუშინ გვიან ღამით დაადგინეს სპეციალისტებმა:

"როცა პირველი შემთხვევა დავადასტურე, მაშინ ვთქვი, რომ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევის რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება.

მინდა ვთქვა, რომ გუშინ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. გვიან არ გავაკეთეთ განცხადება, რადგან დღეს კორონავირუსის კიდევ ორ გენზე გავაკეთეთ რეაქცია და ერთი საათის წინ დამიდასტურეს, რომ გვაქვს დადებითი შემთხვევა.

წყაროს წარმოადგენს იტალია, არის მოგზაურობის ისტორია იტალიაში, გახლავთ საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მიმდინარეობს მონიტორინგი", - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ის ამჟამად თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"