"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საქალაქო ორგანიზაციების ოფისები წითლად შეღებეს, კვერცხები ესროლეს და წარწერები გააკეთეს. შეღებილია "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის, ლანჩხუთი, რუსთავის, ბათუმის, ოზურგეთის, გორის, ქუთაისის ოფისები.
როგორც პარტიის ბათუმის ოფისის წარმომადგენელი, ირაკლი თავართქილაძე აცხადებს, რეგიონის მასშტაბით არსებული პარტიის ექვსივე ოფისი წითელი საღებავებით არის დასვრილი. მისივე თქმით, ბათუმის ოფისი ღამით, 04:00 საათზე ნიღბიანმა პირებმა შეღებეს. ირაკლი თავართქილაძე აცხადებს, რომ კონკრეტულად ვინ ჩაიდინა ვანდალური ფაქტი მისთვის უცნობია, თუმცა ის აცხადებს, რომ პარტიის ოფისების შეღებვა მთავრობის დაკვეთით ხორციელდება.
რუსთავის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ დილით ოფისში მისულებს შენობის ფასადზე წარწერები დახვდათ და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ოფისის წინ შეკრებილი "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და სამართალდამცავებისგან დროულ გამოძიებას მოითხოვენ.
ფოთის ორგანიზაციის წევრების თქმით, "ნაციონალების" ოფისი, რომელიც ქალაქის ცენტრში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ მდებარეობს, ისტორიული შენობაა და მსგავსი ფაქტი იერსახეს კიდევ უფრო მეტად ამახინჯებს.
ქუთაისის ოფისის შესასვლელში უცნობმა პირებმა წარწერებიც დატოვეს "მკვლელები" და "საქათმე".
იხილეთ გალერეა