"თელასი" ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"თელასი" ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია "თელასი" დღეს დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული "თელასი" ელექტროქსელში დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოსახლეობას წინასწარ აწვდის.

"იმ უბნებისა და ქუჩების ჩამონათვალი, რომლებსაც ელექტროენერგია დროებით შეზღუდვით მიეწოდება, წინა დღით ქვეყნდება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე და ფეისბუქ გვერდზე, ასევე მიეწოდება ყველა სააგენტოსა და მედიის სხვა საშუალებებს გავრცელებისათვის, რათა მოხდეს მოსახლეობის წინასწარი გაფრთხილება აღნიშნული სარემონტო სამუშაობის განრიგის შესახებ. იმ ქუჩების ჩამონათვალი რომლებსაც გეგმიური შეზღუდვები დღეს, 22 ოქტომბერს შეეხება, კომპანიამ 21 ოქტომბერის 17:00 საათიდან გაავრცელა.

სარემონტო სამუშაოების გამო, დღეს, თბილისის სხვადასხვა უბანს რამდენიმე საათიანი შუალედით შეუწყდება ელექტრომამარაგება. საერთო ჯამში ეს ეტაპობრივად შეეხება ქალაქის მხოლოდ 3 ათას აბონენტს, მაშინ როდესაც კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 540 ათას მომხმარებელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია