კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას მოსამართლეზე ზეწოლად აფასებს

კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას მოსამართლეზე ზეწოლად აფასებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას მოსამართლეზე "პირდაპირ ზეწოლად" აფასებს. კახა კალაძე ქვეყნის პირველ პირს მოუწოდებს, მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთოს.

"აშკარად ჩანს მისი მხრიდან ჩარევა, ზეწოლა მოსამართლის მიმართ, რადგან ის მოუწოდებს მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. რას ნიშნავს ეს, ჩემთვის გაუგებარია. მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. ეს არის მოსამართლეზე პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა მის საქმიანობაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."