პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იკრიბებიან. ისინი გამოეხმაურნენ პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოწოდებას, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფება "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე, რომელიც გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას "დროულს და სწორს" უწოდებს.

"პრეზიდენტის განცხადება იყო უაღრესად დროული. უფრო მეტიც – მსგავსი მდგომარეობის შექმნის დროს პრეზიდენტის ვალდებულებაა, რომ იგი აქტიურად ჩაერთოს პროცესებში, რათა არ ესკალირდეს მოვლენები. ის, რომ სამოქალაქო დაპირისპირების გამოხატულებები არსებობს უკანასკნელ დღეებში, ეს არის ფაქტი, ხოლო სამოქალაქო დაპირისპირებიდან კონსტიტუციური წესრიგის რღვევამდე არის ერთი ნაბიჯი. ამიტომ როცა ურემი გადაბრუნდება და მერე მოქმედების დაწყება არის გვიან. ამიტომ ვამბობ, რომ ეს იყო დროული, სწორი და კონსტრუქციული", - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

მისივე თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ფორმატი სრულად აპირებს შეხვედრაზე მისვლას. არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციები დღეს, 14:00 საათზე დაიწყება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."