"ყველა პოლიტიკოსმა უნდა ვთქვათ უარი ნებისმიერი სახის ძალადობის არაპირდაპირ მოწოდებასა თუ გამართლებაზე"

"ყველა პოლიტიკოსმა უნდა ვთქვათ უარი ნებისმიერი სახის ძალადობის არაპირდაპირ მოწოდებასა თუ გამართლებაზე"

ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა, თუ ოპოზიციონერმა უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ ნებისმიერი სახის ძალადობის, ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ, თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა.

"ყველა პოლიტიკოსმა, ხელისუფლებაში მყოფმა თუ ოპოზიციონერმა, ცალსახად და უპირობოდ უარი უნდა ვთქვათ:

ა) ნებისმიერი სახის ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების პირდაპირ თუ არაპირდაპირ მოწოდებაზე თუ გამართლებაზე;

ბ) ნებისმიერი სახის დაუმორჩილებლობაზე სასამართლოს, პოლიციის და სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებებისადმი.

მომავალში ამ მინიმალისტური სტანდარტების დაკმაყოფილება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ჩემი მხრიდან თანამშრომლობის ან დიალოგის გაგრძელებისთვის", - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."