პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
"თუ პრეზიდენტს ასეთ კადრებზე ემოცია არ აქვს, მისი საქმე ცუდად ყოფილა. მე არ მინახავს, მე ვნახე ადრე ეს კადრები დახურულ ჩვენებაზე. მე მოვუწოდებ მოსახლეობას, ასეთი კადრების ხილვის შემდეგ ემოციები მოთოკონ. ყველას მოვუწოდებ, რომ ყველა საკითხი სამართლებრივად გაირჩეს. მაგრამ მოსახლეობას ყველაზე მეტად ნერვებს უშლის, რომ ვინც ასეთი ქმედებების დროს ხელისუფლებაში იმყოფებოდა და ხშირ შემთხვევაში თვითონვე წერდა დანაშაულებრივი ქმედებების სცენარს, დღეს სამართალდამცავები და დაჩაგრულების როლში გამოდიან", - განუცხადა მეჭიაურმა "რუსთავი 2"-ს.
მეჭიაურის თქმით, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება არის უპასუხისმგებლო და საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება.
""რუსთავი 2"-ის მოვლენები ჩაწყნარდება და პრეზიდენტსაც მოვუვლით "ოცნება", მარგველაშვილმა იმედები გაუცრუა არამარტო ბიძინა ივანიშვილს, არამედ მთლიანად ქართულ ოცნებას", - განუცხადა ჟურნალისტებს თამაზ მეჭიაურმა.