ნიკა გვარამია ოჯახის აშშ-ში გახიზვნას აპირებს - პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ

ნიკა გვარამია ოჯახის აშშ-ში გახიზვნას აპირებს - პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეთავაზებულ სპეციალური დაცვის ღონისძიებებზე უარი განაცხადა.

როგორც მთავარ პროკურატურაში დაკითხვის დასრულების შემდეგ ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა, იგი მისი ოჯახის ამერიკის შეერთებულ შტატებში გახიზვნას აპირებს.

"შემოთავაზებული იყო სპეციალური დაცვის ღონისძიებები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ეს იგივეა, რომ მგელმა დაიცვას ცხვარი. მე ჩემს ოჯახს ვიცავ ამ ხელისუფლებისგან. ვაპირებ მათ გახიზვნას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნამდვილად არ ვგეგმავ, რომ ის, ვისგანაც ყველაზე უფრო დიდი საფრთხე მოდის, ის ავიყვანო დაცვად. ცხადია ამაზე უარი ვთქვი", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ნიკა გვარამია დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში იკითხებოდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ