ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: "წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმიდან ამოღებით არც არაფერი დასრულებულა და არც დაწყებულა"

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი: "წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმიდან ამოღებით არც არაფერი დასრულებულა და არც დაწყებულა"

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებით, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმიდან ამოღებით არც არაფერი დასრულებულა და არც არაფერი დაწყებულა . ამის შესახებ კომენტარი სალიამ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"საგაზეთო პუბლიკაციების ამოღებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა იყო "რუსთავი 2"-ის, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა. ამით არაფერი დასრულებულა და არც არაფერი დაწყებულა. ჩვენ ვართ არსებითი განხილვის ეტაპზე, მხარეთა ახსნა-განმარტებების ეტაპზე. ჩვენი მხარის ახსნა-განმარტება სასამართლომ მოისმინა. ასევე მოისმინა მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტება. შემდეგი იქნება ექსპერტის დაკითხვა, შემდეგ კი პაექრობის ეტაპზე დავაფიქსირებთ ისევ ჩვენს პოზიციებს. საბოლოო ჯამში, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, აისახება თუ არა საბოლოო გადაწყვეტილებაზე ამ მტკიცებულებების ამოღება", - განაცხადა სალიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ