ქუთაისში, განჯის ქუჩაზე მაცხოვრის სახის გამოსახვის შესახებ ინფორმაცია "მეგა-ტვ"-ის გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე გადაამოწმა. ადგილობრივების თქმით განჯის ქუჩაზე კაკაურიძეების ეზოს კედელზე მაცხოვრის სახე მოულოდნელად გამოისახა და ის მხოლოდ ღამით ჩანს. არ წყდება მომლოცველთა რიგები, თუმცა არის ეს სასწაული თუ არა ამის დადასტურებისგან სასულიერო პირები თავს იკავებენ.
"ჩემი თვალით ვნახე, სასწაულია" ; "გვიფარავს უფალი და ჩვენც ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მისგან მადლი მივიღოთ" ; "სამი დღეა დავდივართ და ნათლად ჩანს". ხალხმრავლობამ მოიმატა.
"უფლის სახეა გამოსახული, გადაიღეს და ანგელოზებიც ჩანს. რამდენიმე მამაო იყო მოსული" - ამბობენ თვითმხილველები.