"მათი მიზანი დღეს, მეწამულ, დაჩაგრულ, დევნილ პარტიად წარმოჩინებაა" - ვლადიმერ ბედუკაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე" წერს

"მათი მიზანი დღეს, მეწამულ, დაჩაგრულ, დევნილ პარტიად წარმოჩინებაა" - ვლადიმერ ბედუკაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე" წერს

ციხის სკანდალური კადრების ავტორი, ვლადიმერ ბედუკაძე "ფეისბუქზე" ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხება და საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ძალადობისგან:

"წამების და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელების ფონზე საზოგადოების ნაწილის მიერ, სოციალური ქსელებში საკმაოდ გახშირდა ძალადობის შემცველი განცხადებები (გარკვეულწილად ქმედებები) - დავარბიოთ, გადავწვათ, თავს დავესხათ..

ძალიან კარგად მესმის, ის განცდა, რაც ამ სისასტიკის ხილვისას გეუფლებათ. არ მინდა,მორალის კითხვად მიიჩნიოდ, (ან რა უფლება მაქვს!) მაგრამ ჩემო კარგებო, ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ ერთი პატარა თხოვნა, ახალს და მიუღებელს არაფერს ვამბობ - ძალადობა, ყოველთვის შობს ძალადობას! ძალადობას-ძალადობით ვერ დაამარცხებ! ძალადობა სისუსტის ნიშანია, სისუსტის უმაღლესი გამოვლინებაა და სწორედ, ეს სისუსტე აფრთხობს და აცეცხლებს ადამიანებს. სამწუხაროა, რომ ძალადობა, ჩვენს დროში მოძალადის თვითდამკვიდრების ერთადერთი პოლიტიკურ საშუალებად იქცა.

სააკაშვილის რეჟმის ზეობისას, საზოგადოების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ შემწყნარებლური სიმშვიდით უყურებდა, გარკვეულწილად ხელსაც კი აფარებდა მოძალადის მიერ განხორციელებულ ქმედებას. სამწუხაროა, რომ ეს მოძალადე, თავად სახელმწიფო იყო.

დღეს, ეს მოძალადეები, კვლავ ცდილობენ ჩაგვითრიონ ძალადობის ჭაობში. გამოვიჩინოთ ცოტაოდენი წინდახედულობა, ნუ ავყვებით მათ თამაშს. დიახ, თამაშს, მათთვის ადამიანი ხომ სათამაშოა, მისი ღირსება არაფრად უღირთ. ისინი, ხომ მოროზოვების გენეტიკური შთამომავლები არიან და საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო, საკუთარ მშობლებსაც გაწირავენ.

მათი მიზანი დღეს, მეწამულ, დაჩაგრულ, დევნილ პარტიად წარმოჩინებაა, ნუ მივცემთ მათ ამ შანსს. ძალადობის, თუნდაც მოწოდების გარეშეც, ბევრი გზა არსებობს, სამართლიანობის დასამკვიდრებლად ქვეყანაში.

მივცეთ შანსი ხელისუფლებას, გაუმკლავდეს მართლაც, რთულ გამოწვევას , ძალადობის გარეშე, ქვეყნაში არეულობის და ქაოსის მსურველ, სატანისტურ ძალასთან გასამკლავებლად",- წერს ბედუკაძე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია