არსებობს თუ არა საქართველოში ფქვილისა და ხორბლის მაფია

არსებობს თუ არა საქართველოში ფქვილისა და ხორბლის მაფია

საქართველოში წლების განმავლობაში საუბრობდნენ ფქვილისა და ხორბლის მაფიაზე, უსამართლო ფასებსა და ამ ბაზარზე არსებულ მონოპოლიაზე. კონკურენციის სააგენტოც თითქმის ერთი წელი იკვლევდა ამ საკითხს. კვლევა დასრულდა, თუმცა ბაზარზე მონოპოლისტების კვალი ვერ აღმოაჩინეს. მართალია, აზერბაიჯანულ კომპანია "კარატ ჰოლდინგს" პრივილეგირებული მდგომარეობა ჰქონდა, მაგრამ მას ბოროტად არ იყენებდა - ასეთია დასკვნა, რომელიც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი.

ბაზრის კვლევა სააგენტომ საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის განცხადების საფუძველზე დაიწყო. ასოციაცია მიიჩნევდა, რომ 2009 წლიდან მოყოლებული, აზერბაიჯანული კომპანია არასამართლიანი ფასით ოპერირებდა და კონკურენციის შესახებ კანონს არღვევდა, რაც ფქვილის ფასზეც აისახებოდა. მიუხედავად მასალის სიუხვისა, კონკურენციის სააგენტომ აზერბაიჯანული კომპანიის საქმიანობაში "კონკურენციის შესახებ" კანონის დარღვევის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. "ამავე დროს, საქართველოს მთავრობას წარედგინა რეკომენდაცია ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებისთვის", - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს განცხადებაში.

ამ დასკვნის და საერთოდ, ხორბლის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ წისქვილკომბინატების ასოციაციის თავმჯდომარეს ლევან სილაგავას.

- ბატონო ლევან, რას იტყოდით კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ დასკვნაზე?

- მათ დასკვნაში წერია, რომ აზერბაიჯანულ კომპანიას ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა ჰქონდა - 2013-2014 წლებში ფქვილის ბაზარზე მათმა წილმა ლამის 40 პროცენტს მიაღწია, კერძოდ, 39,5 პროცენტი იყო. 40-პროცენტიანი წილი ბაზარზე, სხვა პარამეტრებთან ერთად, უკვე დომინანტური მდგომარეობის ნიშანია. ჩვენ ვიყავით ბოლო შეხვედრაზე, სადაც ითქვა, რომ მათ შეეძლოთ ბაზრის მონოპოლიზება, მაგრამ ეს შესაძლებლობა ბოროტად არ გამოიყენეს და 40 პროცენტზე ზემოთ არ ასულან, თუმცა 2014 წლის ბოლოდან ფქვილისა და ხორბლის ბაზარზე მდგომარეობა თავისთავად შეიცვალა: ჩვენ განცხადება 2014 წლის ოქტომბერში შევიტანეთ. ამ პერიოდში ბაზარზე შემოვიდა კომპანია "ჯეომილი".

ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი წისქვილკომბინატი, რომელმაც აზერბაიჯანულ ფირმას სერიოზული კონკურენცია გაუწია და ბაზარზე გარკვეული წილი წაართვა. ეს იმანაც გამოიწვია, რომ მათ უფრო დაბალი ფასები ჰქონდათ, აქედან გამომდინარე, სააგენტომ მიიჩნია, რომ "კარატ ჰოლდინგს" თავისი უპირატესობა არ გამოუყენებია. თუმცა, აქ არის კიდევ ერთი ნიუანსი: დასკვნას მოჰყვება ბრძანება, რომელიც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეს ეკუთვნის. იქ წერია, რომ კონკურენციის სააგენტო საქართველოს მთავრობას წარუდგენს რეკომენდაციებს ფქვილის ბაზარზე მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით, ანუ გამოდის, რომ სიტუაცია ამ ბაზარზე არც ისე ჯანსაღი იყო? ჩემი აზრით, ეს დასკვნა ცოტა არ იყოს ბუნდოვანია. იმედია, მომავალში მაინც დააკვირდებიან, რომ ერთმა კომპანიამ მეორე არ დაჩაგროს და საქმიანობაში ხელი არ შეუშალოს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია